03:21 - 07 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-04 15:01:14, 1743 ნახვა

პოლიტიკა
საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე იმპიჩმენტის წესზე მსჯელობენ

დღეს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მეორე და მესამე სამუშაო ჯგუფები მორიგ გაერთიანებულ სხდომას მართავენ. სამუშაო ჯგუფების წევრებმა დისკუსია კონსტიტუციის 64-ე მუხლიდან განაახლეს, რომელიც იმპიჩმენტის წესს არეგულირებს.

„დღეს იმართება სამუშაო ჯგუფების გაერთიანებული სხდომა, სადაც კიდევ ერთხელ განვიხილავთ საქართველოს პარლმენტთან, პრეზიდენტთან, მთავრობასთან დაკავშირებულ საკითხებს. ჩვენ დავიწყეთ ამ საკითხებზე მსჯელობა რამდენიმე დღის წინ და დღეს უნდა განვაახლოთ დისკუსია კონსტიტუციის 64-ე მუხლიდან, რომელიც იმპიჩმენტის წესს არეგულირებს“, - განაცხადა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მეორე სამუშაო ჯგუფი საქართველოს პარლამენტის, ფინანსებისა და კონტროლის და საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის საკითხებზე მუშაობს, ხოლო მესამე სამუშაო ჯგუფის კომპეტენციაში საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს მთავრობისა და თავდაცვის საკითხებთან დაკავშირებული კონსტიტუციის შესაბამისი თავები შედის.

საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის მიზნით, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია 15 დეკემბერს შეიქმნა, რომლის ფარგლებში ოთხი თემატური სამუშაო ჯგუფი მუშაობს. კომისიამ საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის კანონპროექტი 2017 წლის 30 აპრილამდე უნდა შეიმუშაოს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics