|
2015-04-02 16:22:51, 516 ნახვა
ეკონომიკა
EBRD-ის ბიზნესფორუმის ორგანიზების უზრუნველმყოფი სამთავრობო კომისიის წევრები მედიასთან ერთად საორგანიზაციო სამუშაოებს გაეცნენ
თბილისი უკვე აქტიურად ემზადება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნეს ფორუმის მასპინძლობისთვის, რომელიც კავკასიის რეგიონში პირველად, მიმდინარე წლის 13-15 მაისს იმართება. საორგანიზაციო სამუშაოების პირველ ეტაპს, რომლებიც პარლამენტისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის ტერიტორიაზე მიმდინარეობს, EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ორგანიზების უზრუნველმყოფი სამთავრობო კომისიის წევრები მედიის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ. მედიატურს დაესწრნენ საქართველოს მხრიდან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითრების ბანკის მმართველი, ფინანსთა მინისტრი, ნოდარ ხადური, ქ. თბილისის მერი დავით ნარმანია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ქეთევან ბოჭორიშვილი, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე. როგორც ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა, შენობები, რომლებიც ამ ბიზნესფორუმისთვის პარლამენტის ეზოში შენდება, ეტაპობრივად სხვადასხვა ღონისძიებებისთვისაც გამოიყენებენ. „ჩვენ სამწუხაროდ საქართველოში საგამოფენო სივრცე არ გვაქვს, სადაც შესაძლებელი იქნება ასეთი მაღალი დონის კონფერენციების ჩატარება. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრა, რომელიც მაისში ტარდება, არის ძალიან მაღალი დონის. 60–ზე მეტი ქვეყნის მაღალი დონის დელეგაცია ჩამოვა. ჩამოვა 2000–მდე წარმატებული ბიზნესმენი და გაიმართება ბიზნესფორუმები. საშუალება გვექნება, რომ მათ ჩვენი შესაძლებლობები გავაცნოთ. ამ თვალსაზრისით მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომ ღონისძიება თბილისის პარლამენტის შენობაში ჩატარებულიყო, ამისთვის საჭირო იყო დამატებითი ინფრასტრუქტურის გაკეთება. შენობაში ძალიან ცუდ მდგომარეობაშ იყო კარებები და ამიტომ მათი გამოცვლის გადაწყვეტილება იყო მიღებული. დამატებით 5 შენობა შენდება, რომელშიც განთავსდება ბიზნეს და ბედია ცენტრები. ეს დროებითი 4 შენობა, რომელთა აშენება უფრო იაფი ჯდებოდა, ვიდრე მათი ქირაობა, საქართველოს დარჩება და სხვა ღონისძიებების დროს შესაძლებელი იქნება მისი გამოყენება“, – აღნიშნა ხადურმა. ამასთან, ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, რომ კომისიის წევრები გარკვეული პერიოდულობით მედიის თანდასწრებით ადგილზე გაეცნობიან მიმდინარე სამუშაოებს, ხოლო იმისთვის, რათა არ დარჩეს არც ერთი კითხვის ნიშანი გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, ღია და ხელმისაწვდომი იქნება ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში განხორციელებული თუ დაგეგმილი ყველა შესყიდვა და ამის შესახებ დეტალურად ეცნობება მედიას. აღსანიშნავია, რომ ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის მაღალ დონეზე მასპინძლობისთვის, ასევე იგეგმება საინვესტიციო სესიის ორგანიზება, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ საქართველოს საინვესტიციო, ტურისტულ და კულტურულ შესაძლებლობებს. წელს საქართველო როგორც EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის მასპინძელი ქვეყანა ხდება მსოფლიო მნიშვნელობის ღონისძიებისა და ევროპული ბიზნესის ეპიცენტრი. ქვეყანას 60-ზე მეტი ქვეყნის მაღალი დონის დელეგაცია, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და 1500-მდე ბიზნესმენი ეწვევა. აღსანიშნავია ისიც, რომ ფორუმის მოსამზადებელი პერიოდისა და მიმდინარეობის ფარგლებში, დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საქმდებიან სტუდენტები. ორდღიან საერთაშორისო ფორუმს გააშუქებს თითქმის ყველა წამყვანი საერთაშორისო მედიასაშუალება, რომელთა მხრიდანაც ღონისძიებასთან დაკავშირებით უკვე დიდი დაინტერესება ფიქსირდება.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)