|
2017-03-03 13:23:18, 2330 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ახალაშენებული „გაგუას კლინიკა“ დაათვალიერა
დედის დღესთან დაკავშირებით, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ახალაშენებული „გაგუას კლინიკა“ დაათვალიერა და გახსნამდე იქ არსებულ ვითარებას გაეცნო. სამინისტროს ინფორმაციით, 100 საწოლზე გათვლილი სამშობიარო კლინიკა თანამედროვე აპარატურით აღიჭურვება. ადგილზე ქალის ჯანმრთელობის მიმართულებით ყველა სამედიცინო სერვისის მიწოდება იქნება შესაძლებელი. დასაქმდება 30-მდე მეცნიერებათა დოქტორი. კლინიკური ფუნქციების გარდა, მას სასწავლო დაწესებულების დანიშნულებაც ექნება. ამასთან, „გაგუას კლინიკაში“ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები დიპლომამდელ და დიპლომისშემდგომ სწავლებას გაივლიან. ”გაგუას კლინიკა“ შშმ პირებზე სრულად არის ადაპტირებული. ის პირველ აპრილს გაიხსნება და ყველა სახელმწიფო პროგრამაში იქნება ჩართული.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)