|
2017-03-03 12:26:30, 1700 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ „რუსთავი2“-ის საკითხზე სამოქმედო გეგმის შესათანხმებლად პარტიებთან დღეს კონსულტაციებს გამართავს
„ნაციონალურმა მოძრაობა“ დღეს 14:00 საათზე რუსთავი2“-ის საკითხთან დაკავშირებით, სხვადასხვა პარტიებთან და ორგანიზაციებთან კონსულტაციებს გამართავს. ამის შესახებ პარტიის წევრმა ნიკა მელიამ დღევანდელ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, კონსულტაციების მიზანია, ერთიან სამოქმედო გეგმაზე შეთანხმება: „მოგეხსენებათ, რომ დღეს საქართველოში ზღვარი უკეთესი ხვალინდელი დღისა და ოლიგარქიული წესყობილებისა გადის „რუსთავი 2“-ზე. არ შეგაწყენთ და არ შევეცდები ახლა მიმოხილვას, თუ რასთან გვქონდა და გვაქვს საქმე, ეს ისედაც ცხადია საქართველოში მცხოვრები თითოეული ადამიანისათვის. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილებები, კონკრეტული სამოქმედო გეგმა, თუმცა ამის მიუხედავად, ჩვენ 2 საათზე გვექნება კონსულტაცია საკოორდინაციო საბჭოსთან და ნებისმიერ პარტიასთან, რომელიც მზად არის ამ ქვეყანაში მოშალოს ოლიგარქიული წესყობილება და არ დაუშვას, რომ ქვეყანაში ყველაფერი იყოს ბიძინა ივანიშვილის. მოგეხსენებათ, ეს არ არის არც ერთი, არც ორი, არც სამი, ოთხი და ხუთი, პოლიტიკური ძალის პრობლემა, ეს არ არის არც ერთი და აცრ ორი საზოგადოებრივი ჯგუფის პრობლემა, „რუსთავი 2“ დღეს არის გაცილებით მეტი, ვიდრე უბრალოდ დიდი მედია-ორგანიზაცია, ერთადერთი მედია, სადაც შეიძლება განსხვავებული და ალტერნატიული აზრის დაფიქსირება, ერთადერთი ორგანიზაცია, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის კონტროლს მიღმა. თქვენ რამდენიმე დღის წინ რუსთაველის გამზირზე დაინახეთ, რომ საზოგადოება არ არის მზად, მიიღოს ერთი პირის დიქტატი, საზოგადოება არ არის მზად დამცირებისთვის. ამ საზოგადოების წევრები არიან როგორც „ნაციონალური მოძრაობის“, ასევე სხვა გაერთიანების წევრები. ამიტომ ჩვენ არ მივცემთ თავს უფლებას, რომ „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც მთავარი ოპოზიციური პარტიის გადაწყვეტილება, თავს მოვახვიოთ ყველა დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს და საზოგადოებრივ ჯგუფებს მათთან შეუთანხმებლად. ამიტომ 2 საათზე ჩვენ ვმართავთ კონსულტაციებს სხვადასხვა პარტიებთან, ორგანიზაციებთან თუ შევთანხმდებით სამოქმედო გეგმაზე, 3 საათზე ჩვენ ამის შესახებ ვამცნობთ საზოგადოებას. გადაწყვეტილებები, კონკრეტული სამოქმედო გეგმა, თუმცა ამის მიუხედავად, ჩვენ 2 საათზე გვექნება კონსულტაცია საკოორდინაციო საბჭოსთან და ნებისმიერ პარტიასთან, რომელიც მზად არის ამ ქვეყანაში მოშალოს ოლიგარქიული წესყობილება და არ დაუშვას, რომ ქვეყანაში ყველაფერი იყოს ბიძინა ივანიშვილის“,-განაცხადა ნიკა მელიამ. მისივე თქმით, თუ არ არის „რუსთავი 2“, ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი კვდება. „ პოლიტიკური პროცესი არათუ ჩაეხშობა, არამედ დგება საფრთხე, რომ მომდევნო 20 წლის განმავლობაში ქვეყანაში იყოს მხოლოდ ერთი ადამიანის დიქტატი. თითოეული ჩვენგანის ვალია, ჩვენ ვცხოვრობთ ისტორიულ მომენტში და შეგვიძლია ამ ყველაფერს წინ აღვუდგეთ. არ გვაქვს უფლება გულხელდაკრეფილებმა ვუყუროთ ივანიშვილს როგორც დაგვცინის“,-აღნიშნა მელიამ.
სადგურის მოედანზე, გადასასვლელი ხიდის ტერიტორიაზე ხანძარი იყო
გეკა გელაძე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა
კალაძე - ტყუილია, თითქოს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარ ცხოველებს ხოცავს
კალაძე: რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება - უბრალოდ ხელშეკრულებაში ტექნიკური ხასიათის ცვლილება შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)