|
2017-03-02 17:22:42, 1540 ნახვა
პოლიტიკა
საქართველო-ბელარუსის ურთიერთობებში ძირითად პრიორიტეტად ეკონომიკური მიმართულება განისაზღვრა
საქართველო და ბელარუსი ადასტურებენ, რომ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებით და ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებით დაინტერესებულნი არიან. როგორც „ექსპრესნიუსს“ პრეზიდენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, აღნიშნული საკითხები განიხილა დღეს ბელარუსში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა გიორგი მარგველაშვილმა ბელარუსის პრემიერმინისტრ ანდრეი კობიაკოვთან როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში შეხვედრებზე. შეხვედრისას ეკონომიკური თანამშრომლობის კომპლექსური გეგმა და ის დადებითი ტენდენციები განიხილეს, რომელიც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და ბიზნესის მიმართულებებით გამოიკვეთა. აღინიშნა, რომ ბელარუსი საქართველოსათვის ერთერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ სავაჭრო-ეკონომიკურ პარტნიორს წარმოადგენს. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკა ორიენტირებულია თავისუფალ, სამართლიან და მდგრად განვითარებაზე. საქართველოს მიზანია, ინტეგრაცია მოახდინოს მსოფლიო ეკონომიკურ სივრცეში. პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოზე, როგორც ევროპასა და აზიას შორის სატრანზიტო და ლოგისტიკურ რეგიონულ ცენტრზე. აღინიშნა, რომ საქართველო მზადაა საერთაშორისო ენერგეტიკული, სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტების განხროციელების მიზნით, ბელარუსის რესპუბლიკას საკუთარი სატრანზიტო-ლოგისტიკური შესაძლებლობები შესთავაზოს. თავის მხრივ, ბელარუსი დაინტერესებულია საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობით და იმ შესაძლებლობებით, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულებითა (DCFTA) და სხვა რეგიონებთან აქტიური თანამშრომლობით ქმნის პარტნიორებისათვის. საუბარი შეეხო საქართველოს მიერ ჩინეთთან გაფორმებულ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებასაც, რომელიც ძალაში მიმდინარე წლის ზაფხულში შევა. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ჩვენი ქვეყანა ღიაა ბელარუსულ კომპანიებთან თანამშრომლობისათვის და თავისუფალი კონკურენციის პრინციპზე დაყრდნობით მზადაა ხელი შეუწყოს მათ საქმიანობას საქართველოში. მხარეებმა დადებითათ შეაფასეს ტურიზმის მიმართულებით ბოლო ორი წლის მანძილზე გაუმჯობესებული მაჩვენებლები. ანდრეი კობიაკოვის განცხადებით, ორმხრივი შეთანხმებები კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ინვესტიციების ზრდასა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაფართოებას. ბელარუსის რესპუბლიკის პრემიერმინისტრმა საქართველოს სახელმწიფო მეთაურს დელეგაციასთან ერთად სამუშაო სადილზეც უმასპინძლა.
„ყველგან ქაოსია“- რუსული ელიტა 90-იანი წლების შემდეგ ყველაზე ძლიერ განხეთქილებაში მოექცა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ 9 მაისს მოსკოვში აღლუმის ჩატარება უკრაინის არმიაზეა დამოკიდებული
მაგნიტსკის აქტის ინიციატორი ბილ ბრაუდერი დიდ ბრიტანეთს ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს
ლელო - რეფინანსირების განაკვეთის გაზრდა დარტყმაა ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისთვის
|
რედაქტორის რჩევით
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)