|
2017-03-02 15:59:01, 1570 ნახვა
საზოგადოება
ნოდარ კერესელიძე აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის სავაჭრო განყოფილების უფროსს შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) სავაჭრო განყოფილების უფროსს, თრეისი ნეველს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის აგრარული მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ნოდარ კერესელიძემ საქართველოში სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებული პროექტების მნიშვნელობაზე და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. როგორც მინისტრის პირველმა მოადგილემ აღნიშნა, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების, მათ შორის, ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერა და მათი ჩართულობა დარგის განვითარების ხელშეწყობაში ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია. შეხვედრაზე ყურადღება საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის იმ მიმართულებებზე გამახვილდა, სადაც საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივა არსებობს და სადაც ხელშეწყობის აუცილებლობის საკითხი დგას. შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) რეგიონული დირექტორის მოადგილე შამენა გალი, აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) საქართველოს ოფისის წარმომადგენელი დემნა ძირკვაძე და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი ხატია წილოსანი.
(NS)
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)