|
2015-04-02 14:46:00, 1005 ნახვა
ეკონომიკა
„m²“-მა თბილისში გამწვანების აქცია გამართა და 100 ძირი ნერგი დარგო
დეველოპერული კომპანია „m² უძრავი ქონება“ განაგრძობს მისი სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის განხორციელებას. დღეს, „m2 უძრავი ქონება“-მ თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე, მხატვრების დასახლების მიმდებარედ არსებულ მიწის ნაკვეთზე 100 ძირი ნერგი დარგო. „m²“-მა ნერგების სახეობები ადგილობრივი რელიეფისა და კლიმატური პირობების გათვალისწინებით, დენდროლოგის რეკომენდაციით და ქალაქ თბილისის მერიის ეკოლოგიის და გამწავნების სამსახურთან შეთანხმებით შეარჩია. „m² უძრავი ქონება“-ის გამწვანების აქციის ფარგლებში დაირგო: კედარის, ელდარის ფიჭვის, კვიპაროსის, იასამნისა და იფანის ნერგები. გამწვანების აქციაში და ნერგების დარგვაში, აქტიურად მონაწილეობდნენ კომპანიის თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობა. მნიშვნელოვანია, რომ დეველოპერული კომპანია, ერთი წლის განმავლობაში ნარგავების მოვლა-პატრონობას დააფინასებს, ნარგავების მოვლას კი პროფესიონალი აგრონომები განახორციელებენ. დეველოპერული კომპანია „m² უძრავი ქონების“ მიზანია, ყველა მიმდინარე და სამომავლო დეველოპერული პროექტების ფარგლებში, იზრუნოს მოსახლეობისთვის კომფორტული, ჯანსაღი და უსაფრთხო გარემოს შექმნაზე. შესაბამისად, მისი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, კომპანია ზურნავს: გარემოს დაცვაზე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირებული გარემოს შექმნაზე და ადგილობრივი საგანმანათლებლო კერების მხარდაჭერაზე.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)