13:05 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-02 13:08:38, 2034 ნახვა

საზოგადოება
უზენაეს სასამართლოსთან „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს

საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან ტელეკომპანია  „რუსთავი 2“-ის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

აქციაზე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე რიგითი მოქალაქეები არიან შეკრებილი.

ისინი ტელეკომპანიის საქმეზე უზენაეს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდებიან.

აქციას ცოტა ხნის წინ პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მსვლელობით პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრებიც შეუერთდნენ. როგორც სერგი კაპანაძემ აღნიშნა, მათი პარტია ყოველთვის იქ იქნება, სადაც „რუსთავი 2“-ია.

„ჩვენი პოლიტიკური გუნდი აქ იქნება, ამ ადამიანების გვერდით, რომლებიც შეიკრიბნენ „რუსთავი 2“-ის დასაცავად, დასამტკიცებლად იმისა, რომ რუსთავი 2 არ იქნას აღებული ხელისუფლების მიერ. თუ ეს მოხდება შეუქცევადი ზიანი მიადგება ჩვენი ქვეყნის იმიჯს, დემოკრატიას და შემდეგ ამის შეცვლა და აღმოფხვრა, ძალიან ძნელი იქნება. იმედი მაქვს, რომ ბიძინა ივანიშვილი და ხელისუფლება საღ აზრს არ დათმობს და ბოლო წამებში ამ დამღუპველ ნაბიჯზე არ წავა. რუსთავი 2 არის ფლაგმანი საქართველოში, როგორც ოპოზიციური, ისე ზოგადად თავისუფალი სიტყვის“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

სასამართლოს შენობასთან და მიმდებარე ქუჩებზე დიდი ოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

შეგახსენებთ, რომ უზენაესი სასამართლო დღეს ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ისა და მისი მფლობელების, ძმებ ლევან და გია ყარამანიშვილების საკასაციო საჩივარს განიხილავს. ტელეკომპანიის წილებთან დაკავშირებულ დავას უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics