|
2017-03-02 11:06:20, 2446 ნახვა
სამართალი
წულუკიანი: სახალხო დამცველი სტრასბურგში მოწმედ გამოდის ვანო მერაბიშვილის მხარეს
საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, სტრასბურგის ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში, სადაც დიდი პალატა ვანო მერაბიშვილის საქმეს განიხილავს, მერაბიშვილის სასარგებლოდ მოწმე საქართველოს სახალხო დამცველია. როგორც წულუკიანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „მთავარში“ განაცხადა, ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა. ამასთან, თუმცა, იუსტიციის მინისტრი ირწმუნება, რომ სახელმწიფოს ბევრი არგუმენტი აქვს, რათა საქმეზე გადაწყვეტილება მათ სასარგებლოდ გამოცხადდეს. „8 მარტს გაიმართება ზეპირი განხილვა დიდ პალატაში, რაც იმას ნიშნავს, რომ საქმის განხილვა შედგება ნულიდან ყველა მუხლზე და საქმის ბედი გადაწყდება ძალიან მალე, რადგან დიდი პალატის პროცედურა გაცილებით სწრაფია, ვიდრე ჩვეულებრივი პალატის. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეები კენჭს უყრიან გადაწყვეტილებას, ჩვენ გადაწყვეტილება წერილობითი და მოტივირებული გამოგვიცხადდება ან ალბათ, რამდენიმე კვირაში, ან რამდენიმე თვეში. ჩვენ მივდივართ სტრასბურგში როგორც მხარე, არგუმენტებით. სიახლე ის არის, რომ რამდენიმე დღის წინ, ჩვენ მოწინააღმდეგე მხარეს ოფიციალურად მის სასარგებლოდ, მოწმედ დაუდგა ჩვენი ომბუდსმენი სტრასბურგში, მან გააგზავნა მოწმის ჩვენება ოთარ კახიძის ხელით, რომელიც მერაბიშვილის ადვოკატია. სახალხო დამცველი მხარს უჭერს და მოწმედ გამოდის ვანო მერაბიშვილის მხარეზე, ასე ვთქვათ, მოწმედ დაუდგა მას, რბილად რომ ვთაქვათ, ეს საკმაოდ უპრეცედენტოა, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი არგუმენტი იმისა, რომ ასეთი მოწმის პირობებშიც კი დავამტკიცოთ ის, რაც არის ნამდვილად სიმართლე“,- განაცხადა წულუკიანმა და აქვე დასზინა, რომ ვანო მერაბიშვილის სასარგებლო გადაწყვეტილების შემთხვევაშიც ის ციხეს ვადაზე ადრე ვერ დატოვებს: „რომც წარმოვიდგინოთ, რომ რაიმე დარღვევა დადგინდა მერაბიშვილის საქმეზე დიდ პალატაში, ეს ვერავითარ შემთხვევაში მის გამოსვლას ვადაზე ადრე ვერ გამოიწვევს, მანამ სანამ მას მისჯილი აქვს სასჯელი. აქ საუბარი შეიძლება იყოს საადვოკატო ხარჯების ანაზღაურებაზე“,- განაცხადა თეა წულუკიანმა. შეგახსენებთ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 5 მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ დასაშვებად სცნო საქართველოს მთავრობის საჩივარი, რომლითაც იუსტიციის სამინისტრომ ივანე მერაბიშვილის საქმეზე ამავე სასამართლოს ერთ-ერთი პალატის მიერ 2016 წლის 14 ივნისს გამოტანილი გადაწყვეტილება გაასაჩივრა.შესაბამისად, 14 ივნისს გამოტანილი გადაწყვეტილება არ შევიდა ძალაში და არ მიექცა აღსასრულებლად. მერაბიშვილის განაცხადი განსახილველად გადაეცა სასამართლოს დიდ პალატას 17 მოსამართლის შემადგენლობით, რომლის წინაშეც საქმის განხილვა დაიწყო თავიდან. 14 ივნისის გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლოს პალატამ 7 მოსამართლის შემადგენლობით ერთხმად დაადგინა, რომ ივანე მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა იყო კანონიერი, თუმცა გაჩნდა კითხვის ნიშანი 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის საკნიდან სავარაუდო გაყვანის ეპიზოდთან დაკავშირებით, რასაც არ დაეთანხმა საქართველოს იუსტაციის სამინისტრო და კონვენციით დადგენილ ვადაში, 2016 წლის 13 სექტემბერს, ეს გადაწყვეტილება დიდ პალატაში გაასაჩივრა.
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)