|
2015-04-02 14:42:33, 481 ნახვა
პოლიტიკა
EBRD–ის ბიზნესფორუმისთვის ნაყიდი ავტომობილები მინისტრების ჯიპებს ჩაანაცვლებს
EBRD–ის ბიზნესფორუმზე მოწვეული საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი დონის დელეგაციის წევრთა მომსახურების მიზნით შესყიდული „ტოიოტა ქამრის“ ავტომობილები მინისტრების ჯიპებს ჩაანაცვლებს. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, ჯიპები კი, რომლებიც ამჟამად მინისტრებს ემსახურება, გაიყიდება. ცნობისთვის, მიმდინარე წლის 13–15 მაისს EBRD–ის ბიზნესფორუმი გაიმართება. ამისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 11 748 411 ლარია გამოყოფილი. აღნიშნული თანხიდან კი, 4 718 475 ლარის ღირებულების „ტოიოტა ქამრის“ 67 ავტომობილი შეიძინეს, რომლებიც ფორუმზე მოწვეული მაღალი დონის დელეგაციას მოემსახურება. როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული ავტომობილების გამოყენება გათვალისწინებულია ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი 2015“ ფარგლებშიც.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)