15:27 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-01 16:12:31, 1960 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
მამიკინსი: ვულოცავ საქართველოს, ეს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია

 

ევროპარლამენტის წევრ ანდრეს მამიკინსის განცხადებით, უვიზო რეჟიმის ამოქმედება ევროკავშირთან დაახლოების გზაზე კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯია.

როგორც მამიკინსმა ბრიუსელში ქართველ ჟურნალისტებს ხელმოწერის ცერემონიის დაწყებამდე განუცხადა, 2019 წელს ევროკომისიას ახალი პრეზიდენტი ეყოლება და შესაძლოა ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივის თვალსაზრისითაც პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგას.

"ვულოცავ საქართველოს და ქართველ ხალხს. ეს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯია. ჩემი აზრით, ხალხთან შორის ურთიერთობა ვაჭრობის სფეროსთვის დიდი სტიმულია. გარდა ამისა, მას მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო ურთიერთობების განვითარების თვალსაზრისითაც. ერთი სიტყვით, ეს ევროკავშირის და საქართველოსთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია. თუ მეკითხებით, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივაზე, ვიცი, რომ ეს ქართული მედიისთვის ნომერ პირველი საკითხია, შეგახსენებთ ჟან კლოდ იუნკერის წერილობით განცხადებას, რომ მისი პრეზიდენტობის ვადაში გაფართოება არ იგეგმება, მაგრამ იუნკერმა გერმანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკვე მიღწეული შედეგი სავსებით დამაკმაყოფილებელია. 2019 წელს ევროკომისიას ახალი პრეზიდენტი ეყოლება და შესაძლოა ევროკავშირის გაფართოების მიმართულებით სრულიად ახალი ვექტორი ვიხილოთ", - განაცხადა მამიკინსმა.

ცნობისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღებასთან დაკავშირებული რეგულაციის ხელმოწერის ცერემონია ევროპარლამენტში დღეს გაიმართება. უვიზო მიმოსვლის თაობაზე დოკუმენტის ხელმოწერის ცერემონია თბილისის დროით 17:00 საათზე გაიმართება, ხოლო საქართველოს მოქალაქეები ევროპაში უვიზოდ მოგზაურობას 28 მარტიდან შეძლებენ.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტმა საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციას 2 თებერვალს ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა. ევროპული პარლამენტის 553 დეპუტატმა უვიზო მიმოსვლას მხარი დაუჭირა, 66 კი წინააღმდეგი იყო. საბოლოო ცვლილება რეგულაციაში, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შემოღებას ითვალისწინებს, ევროსაბჭომ 27 თებერვალს დაამტკიცა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics