06:52 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-02 14:00:22, 534 ნახვა

ეკონომიკა
EBRD–ის ბიზნესფორუმისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 11 748 411 ლარია გამოყოფილი

EBRD–ის ბიზნესფორუმისთვის, რომელიც საქართველოში მიმდინარე წლის 13–15 მაისს გაიმართება, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 11 748 411 ლარია გამოყოფილი. 

აქედან, 2 607 464 ლარი პარლამენტის ეზოში მშენებარე 4 დროებით ნაგებობას მოხმარდება. 

როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, ეს არის რეკონსტრუქციის ტიპის ნაგებობები, რომლებიც სახელმწიფოს საკუთრებაში რჩება და შესაძლებელი იქნება მათი გამოყენება ამ ტიპის თუ სხვა მნიშვნელოვანი, მასშტაბური ღონისძიებებისთვის. 

სარემონტო სამუშაობები უტარდება მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლეს, სადაც კეთდება სველი წერტილები, რომელიც სავალალო მდგომარეობაში იყო. ბავშებს უკეთდებათ საცვეკვაო დარბაზი.  ამ სამუშაოების მთლიანი ღირებულება 255487 ლარს შეადგენს. 

დელეგაციის ოფისების კომპიუტერული და საოფისე ინვენტარით აღჭურვის მთლიანი ღირებულება 1 346 066 ლარს შეადგენს.  აქ შედის კომპიუტერები, მაგიდები, სკამები და სხვა. 

აღნიშნული ინევნტარით აღიჭურვება პარლამენტში დელეგაციების ოფისები, პრესცენტრის დროებითი შენობა, საკონფერენციო დროებითი შენობები. აღნიშნული ინვენტარი სახელმწიფო საკუთრებაში რჩება და დანიშნულებისამებრ გამოიყენება. 

ღონისძიების ფარგლებში 64 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მაღალი დონის დელეგაციის წევრთა მომსახურების მიზნით შესყიდული 67 ავტომობილის „ტოიოტა ქამრი“ მთლიანი ღირებულება  4 718 475 ლარს შეადგენს. 

„ასეთი მაღალი დონის ღონისძიებების პროტოკოლის გათვალისწინებით, სტუმრების მომსახურება ბიზნეს კლასის ავტომობილებით უნდა განხორციელდეს. ბაზრის კვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული სტანდარტის შესაბამისი ავტომობილების საზღვარგარეთიდან შემოყვანის და ქირის საფასური, სახელმწიფოს დაუჯდებოდა დაახლოებით 3 მილიონ 500 000 ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკაში არ რჩებოდა. შესაბამისად, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მიზანშეწონილად ჩაითვალა ავტომობილების შეძენა და მათი სახლემწიფოს საკუთრებაში დატოვება, რომელიც შემდგომი წლების მანძლზე გამოიყენება“, – აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ცნობით, აღნიშნული ავტომობილების გამოყენება გათვალისწინებულია ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი 2015“ ფარგლებში. 

გარდა ამისა, თბილისის პარლამენტში შეიცვლება 491 კარი, საერთო ღირებულებით 895 919 ლარი.
იგეგმება 25 000 ლარის ღირებულების მობილური სატელეფონო მომსახურების შესყიდვა და 1 000 000 ლარის ღირებულების სპეცკავშირების მომსახურების შესყიდვა. 

თბილისის პარლამენტში ხდება სატელეფონო სადგურებისა და ინტერნეტის ქსელური მოწყობილობების შეცვლა და გაძლიერება. 

აუდიო–ვიზუალის, სინქრონული თრგმნის მომსახურების ქირის საფასური 900 000 ლარს შეადგენს. 
აღნიშნული მომსახურებით მოხდება ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნესფორუმის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებების პირდაპირი ტრანსლირებები და მათი უზრუნველყოფა 5 ენაზე სინქრონული თარგმანით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics