14:57 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-01 13:21:57, 730 ნახვა

სამხედრო
ლევან იზორია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები, ტრანსფორმაციის პროცესი და აშშ-ის მხრიდან საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) განხორციელება ის მთავარი საკითხები იყო, რაზეც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის დელეგაციასთან გაამახვილა ყურადღება.

ლევან იზორიამ თავდაცვის სამინისტროში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის წარმომადგენელს ტრეისი ნიველს, აშშ-ის ევროპული სარდლობის (EUCOM) საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ხელმძღვანელს იაშ ჰოლბრუკსა და EUCOM-ის წარმომადგენელს, ვიცე-პოლკოვნიკ ჯიმ ინსეტას უმასპინძლა. შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი დაესწრო. 

სამინისტროს ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ამოქმედების გეგმის ფარგლებში საქართველოში საბრძოლო მომზადების ცენტრის მშენებლობის საკითხზე იმსჯელეს და ყურადღება იმ ლოკაციებზე გაამახვილეს, სადაც ერთობლივი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება იგეგმება. როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, აშშ-ის დელეგაციის ვიზიტი ერთგვარად ემსახურება იმ წინაპირობების შეფასებას, ანალიზს და ადგილზე ნახვას, რომლის საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელებას უკავშირდება.

ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის დელეგაცია ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ მდებარე ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრისა (JTEC)  და ვაზიანში საწვრთნელი ტერიტორიის მოინახულებს და ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის შექმნისთვის შეფასებასა და ანალიზს გააკეთებს.   

„გავაცანით თავდაცვის უწყებაში მიმდინარე ტრანსფორმაციის პროცესი, განსაკუთრებული აქცენტები გავაკეთეთ იმ პროექტებზე და პროგრამებზე, რომელიც ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად უნდა განვახორციელოთ. მათი ვიზიტი ერთგვარად ემსახურება იმ წინაპირობების შეფასებას, ანალიზს და ადგილზე ნახვას, რომელის საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის განხორციელებას უკავშირდება. მათ გეგმაში აქვთ მოინახულონ როგორც კრწანისის ბაზაზე არსებული ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი, ისე ვაზიანი, სადაც ჩვენ მათთან ერთად წელს ვგეგმავთ  მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის - ერთობლივი სასწავლო ცენტრის  შექმნას“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის დელეგაციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ. 

 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics