12:08 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-01 12:27:19, 1432 ნახვა

საზოგადოება
დაკავებული დეკანოზის სანახავად ე.წ მატროსოვის ციხეში საპატრიარქოს წარმომადგენელი მივიდა

დეკანოზ გიორგი მამალაძესთან ე.წ მატროსოვის ციხეში საპატრიარქოს მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი თევდორაშვილი მივიდა. 

როგორც თევდორაშვილმა აღნიშნა, ის მამა გიორგი მამალაძის მოსანახულებლად ქორეპისკოპოს თეოდორეს კურთხევით მივიდა. 

„მოვედი ქორეპისკოპოსის კურთხევით, რათა მოვინახულო ჩემი სულიერი ძმა, მამა გიორგი მამალაძე და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით დავინტერესდე“, - განაცხადა მამა გიორგი თევდორაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ ბრალდებულის დაკითხვა ჩაიშალა. ადვოკატებმა მიზეზად მისი შეუძლოდ ყოფნა დაასახელეს. პროკურატურა კი ადასტურებდა, რომ დეკანოზი ჯანმრთელია. 

შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურის თანამშრომლებმა მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით 10 თებერვალს დააკავეს. 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. იგი რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 15 თებერვალს კი, ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ დეკანოზი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics