12:20 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-28 19:58:16, 2257 ნახვა

სამართალი
ირაკლი მამალაძე: არ გამოვრიცხავ, ეს პროცესი მიმდინარეობდა მეუფე დიმიტრის გვერდის ავლით, არც სხვა ვარიანტები გამოირიცხება

მეუფე დიმიტრიზე მინდა ვთქვა, რომ არ გამოვრიცხავ, ეს პროცესი მიმდინარეობდა მეუფე დიმიტრის გვერდის ავლით. თუმცა, არც სხვა ვარიანტები გამოირიცხება, - ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეზე პროკურატურის მთავრამა მოწმემ ირაკლი მამალაძემ გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.

მისი განცხადებით, "საქმე არის ჩაბეტონებული". მისივე თქმით, ციანიდი, რომელზეც არის ჩანაწერში საუბარი, მამა გიორგი მამალაძეს სჭირდებოდა გერმანიაში წასვლამდე.

"საზოგადოებამ მინდა კარგად იცოდეს, რომ საქმე არის ჩაბეტონებული, ძალიან მყარი და ეს საქმე სასამართლომდე მივა. იმედი მაქვს, გამოვლინდება, ვინც იდგა გიორგი მამალაძის უკან. 
მე, როგორც განმცხადებელმა, პროკურატურას მივუთითე, რომ იგეგმებოდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლეობა. პირველ რიგში დავინახე საფრთხე და ამიტომ გამოვცხადდი პროკურატურაში. ციანიდი, რომელზეც არის ჩანაწერში საუბარი, მამა გიორგი მამალაძეს სჭირდებოდა გერმანიაში წასვლამდე“, - განაცხადა მამალაძემ, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ მკვლელობის მომზადების ჯგუფის წევრები არიან ჩანაწერებში და საუბარია სამ და მეტ პირზე. 

ირაკლი მამალაძე ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩანაწერებში ციანიდი არაერთხელ ჩანს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics