|
2017-02-28 17:35:54, 1344 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქის ექიმი: სპეციალისტები ვთხოვთ უწმინდესის გარემოცვას, როგორღაც შემსუბუქდეს მისი დატვირთვა
პატრიარქის ექიმის ცისანა შარტავას განცხადებით, ილია მეორის მდგომარეობა სტაბილურია. თუმცა, როგორც შარტავამ აღნიშნა, პატრიარქი გერმანელი და ქართველი სპეციალისტების რჩევას ვერ ასრულებს და მძიმე გარემოში უხდება ყოფნა. მისივე თქმით, დატვირთულმა გარემომ და ამ პერიოდში მძიმე მარხვის დაწყებამ შესაძლოა მომავალში პატრიარქს დისკომფორტი შეუქმნას. "უწმინდესის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც შეეფერება ოპერაციიდან ამ ეტაპს, ყველაფერი კარგად მიდის. ერთია რომ გერმანელი და ჩვენი სპეციალისტების თხოვნა იყო, რომ 5-6 კვირის განმავლობაში, მას ჰქონოდა მშვიდი რეჟიმი და რაც შეიძლება ნაკლები დატვირთვა, რასაც სამწუხაროდ ჩვენ ვერ ვასრულებთ. ახლა, ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ვშიშობთ, ამის გამო, მომავალში რაღაც დიკსომფორტი არ შეექმნას. ამიტომ ჩვენ სპეციალისტები ვთხოვთ უწმინდესის გარემოცვას, როგორღაც შემსუბუქდეს მისი დატვირთვა. ახლა მძიმე მარხვა დაიწყო, ძალიან დიდი დატვირთვაა, ამიტომ ჩვენ ექიმებს რაიმეს თქმა გვიჭირს. თუმცა, ყველაფერი კარგად იქნება. ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ ამ მდგომარეობით", - განაცხადა ცისანა შარტავამ. მისივე ინფორმაციით, პატრიარქი საღამოს 6 საათზე, სამების საკათედრო ტაძარში ანდრია კრიტელის ლოცვას დაესწრება.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)