|
2017-02-28 17:33:21, 2271 ნახვა
სამართალი
ირაკლი მეძმარიაშვილის სარჩელს, ოლიმპიური კომიტეტის არჩევნების გაბათილებაზე, სასამრთლო 16 მარტს განიხილავს
ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტობის კანდიდატის ირაკლი მეძმარიაშვილის სარჩელის არსებითი განხილვას, რომელშიც ოლიმპიური კომიტეტის არჩევნების შედეგების გაბათილებაზეა საუბარი, საქალაქო სასამართლო 16 მარტს დაიწყებს. საქალაქო სასამართლომ 24 იანვარს დააკმაყოფილა ირაკლი მეძმარიაშვილის მოთხოვნა და საქმეზე საბოლოო განაჩენის მიღებამდე, ოლიმპიური კომიტეტის 2016 წლის 23 დეკემბრის არჩევნების შედეგების მოქმედება დროებით შეაჩერა. ირაკლი მეძმარიაშვილი არჩევნების შედეგების გაბათილებას და ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს. საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, თამარ ჭუნიაშვილის განჩინების თანახმად, სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, საქმეში არსებულ მასალებს, შეამოწმა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობის დასაბუთებულობა და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს. „სეოკ-ის წესდებით განსაზღვრული საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის იმერეთის რეგიონალური ორგანიზაცია, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ქვემო ქართლის რეგიონალური ორგანიზაცია, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აფხაზეთის რეგიონალური ორგანიზაცია, საქართველოს ოლიმპიელთა კლუბი და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპორტსმენთა კომისია, იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული არ არის“,- აღნიშნულია მოსამართლის განჩინებაში. აღნიშნული სარჩელი საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა გაასაჩივრა. თბილისის საქალაქო სასამართლომ სეოკ-ის სარჩელი დააკმაყოფილა და გააუქმა საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 24 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ღონისძიება. მოსარჩელე ირაკლი მეძმარიაშვილს შეეძლო სეოკ-ის სარჩელის გასაჩივრება, თუმცა იმ მიზნით, რომ სარჩელზე არსებითი განხილვა დროულად დაწყებულიყო, არ გაუსაჩივრებია.
(NS)
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)