|
2017-02-28 17:22:44, 2136 ნახვა
სამართალი კომენტარი
პროკურორი დეკანოზზე: როგორც კი დავაპირეთ კრიტიკული შეკითხვების დასმა, მან უარი განაცხადა გამომძიებლებთან შეხვედრაზე
„როგორც კი დავაპირეთ ბრალდებულისთვის კრიტიკული შეკითხვების დასმა, რაც იგეგმებოდა დღეს, მან საერთოდ უარი განაცხადა გამომძიებლებთან შეხვედრაზე და კიდევ ერთხელ, მიზეზად დაასახელა ჯანმრთელობის მდგომარეობა“, - ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა #9-ე პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც პროკურორმა აღნიშნა, ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა აბსოლუტურად ნორმაშია და მას დაკითხვაში მონაწილეობის მიღება თავისუფლად შეეძლო. „გამოვცხადდით ბრალდებულის დაკითხვის მიზნით. როგორც უკვე აღვნიშნეთ, გვქონდა ბევრი შეკითხვა, რომელზეც ველოდებოდით ამომწურავ პასუხებს. ასე ვიყავი შეთანხმებული ადვოკატებთან და თავად ბრალდებულთან. მოგეხსენებათ, ისინი საჯაროდ დეკლარირებენ, რომ მზად არიან თანამშრომლობისთვის და აქეთ გვდებდნენ ბრალს, რომ ჩვენ ვაჭიანურებთ თითქოს ამ პროცესს. როგორც კი დავაპირეთ ბრალდებულისთვის კრიტიკული შეკითხვების დასმა, რაც იგეგმებოდა დღეს, მან საერთოდ უარი განაცხადა გამომძიებლებთან შეხვედრაზე და კიდევ ერთხელ, მიზეზად დაასახელა ჯანმრთელობის მდგომარეობა. ჩვენ შევადგინეთ შესაბამისი ოქმები. ექიმებმა გასინჯეს ბრალდებული ორჯერ. გვაქვს ექიმების თანხმობა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის აბსოლუტურად ნორმაში და მას თავისუფლად შეეძლო მონაწილეობის მიღება დაკითხვის პროცესში. ეს უკვე მერამდენე შემთხვევაა, როდესაც ბრალდებულმა ჩაშალა დაკითხვის პროცესი. იგი თავისუფლად საუბრობს, გადაადგილდება, ორი საათი ხვდებოდა და ესაუბრებოდა მის ადვოკატს და როგორც შეიძლება აიხსნას ის ფაქტი, რომ ჩვენთან საუბარი მას არ შეუძლია. აბსოლუტურად ნორმაშია მისი მდგომარეობა, უბრალოდ მათ კიდევ ერთხელ ჩაშალეს დაკითხვის პროცესი“, - განაცხადა პროკურორმა. კითხვაზე, მიაჩნია თუ არა პროკურატურას, რომ დაბალი ტემპერატურა ცუდად ყოფნად ითვლება, წიკლაურმა განაცხადა: „მოგეხსენებათ, რომ იდეალურ მდგომარეობაში შეიძლება ვერ იყოს ბრალდებული და სტრესი ჰქონდეს. მაგრამ, როდესაც საათების განმავლობაში ხვდება ადვოკატს და ესაუბრება, რატომ არ შეუძლია ჩვენთან საუბარი? მე ვფიქრობ, მან უბრალოდ თავი აარიდა მან შეკითხვებზე ამომწურავი პასუხების გაცემას. გამოჩნდა დღესაც, როგორ არიან დაინტერესებული ჯანმრთელობის მდგომარეობის“. ცნობისთვის, დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა ჩაიშალა. დაცვის მხარე აცხადებს, რომ დაკითხვა ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ მოხდა. მათი ინფორმაციით, დეკანოზს დაბალი ტემპერატურა (35.6), პირღებინება და დაბალი წნევა აღენიშნებოდა. დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობის გარკვევის მიზნით „ექსპრესნიუსი“ სასჯელაღსრულების სამინისტროს დაუკავშირდა. როგორ უწყებაში განაცხადეს, მამა გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ისინი არ აკონკრეტებენ, არსებულ ვითარებაში რამდენად მიზანშეწონილია დაკითხვის განხორციელება.
მეუფე იობი: ღმერთმა ინებოს, მომავალი პატრიარქის და მეფის ღვაწლით, გამოვიდეთ ამ ჭაობიდან
მერია: 12 აპრილს მეტრო 04:00 საათამდე იმუშავებს, 23:00 საათიდან მგზავრობა უფასო იქნება
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაშიზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)