|
2017-02-28 10:20:26, 2090 ნახვა
სამართალი
გიორგი მღებრიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროსს შეხვდა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სამუშაო ვიზიტით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის დელეგაცია ეწვია. შსს- ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის უფროსს, გენერალ-პოლკოვნიკ ელჩინ გულიევს და დელეგაციის სხვა წევრებს შეხვდა. უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის კონტროლის გაძლიერებასა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს, რაც ორი ქვეყნის საზღვრის ეფექტურად დაცვას და რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს. გიორგი მღებრიშვილმა და ელჩინ გულიევმა ასევე განიხილეს სასაზღვრო კომისრების (სასაზღვრო წარმომადგენელების) ინსტიტუტის შექმნის შესახებ მემორანდუმის საკითხები, რომელსაც უახლოეს მომავალში მოეწერება ხელი. მემორანდუმი მეზობელ ქვეყნებთან სასაზღვრო ინციდენტების აღმოფხვრა-დარეგულირების საკითხის მოწესრიგებას ითვალისწინებს. შს მინისტრი დელეგაციის წევრებს საქართველოს შსს-ში განხორციელებულ რეფორმებზე, ასევე, მიმდინარე და სამომავლო პროექტებზე ესაუბრა. როგორც გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, წელს დაგეგმილია მასშტაბური პროექტის განხორციელება, რომელიც საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, სასაზღვრო გამტარი პუნქტების დასავლური სტანდარტების შესაბამისად, უახლესი ტექნიკით აღჭურვას და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას ითვალისწინებს. ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის დელეგაციის წევრები შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსს, დათო ნიკოლეიშვილს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, გოგა რაზმაძეს შეხვდნენ. სტუმრებმა აზერბაიჯანული მუზეუმიც მოინახულეს და ჰეიდარ ალიევის ძეგლი გვირგვინით შეამკეს.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)