02:01 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-27 16:12:26, 2208 ნახვა

სამართალი
მთავარი პროკურორის მოადგილე: საპატრიარქოში ჩხრეკა არ ჩატარებულა

მთავარი პროკურორის მოადგილის, გიორგი გოგაძის განცხადებით, საპატრიარქოში ჩხრეკა არ ჩატარებულა.

როგორც გოგაძემ აღნიშნა, „ეს არის ერთ-ერთი იმ მრავალი სიცრუეთაგანი, რომელიც ამ დღეების განმავლობაში ვრცელდება“.

ამასთან, მან ე.წ. ციანიდის საქმეზე მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებაზე დამატებითი კომენტარი გააკეთა.

„გასაგებია, ახლა მე, რასაც ვიტყვი, ალბათ, ამას ეთერში არ გაუშვებთ, მინდა გკითხოთ, თქვენ ხომ უყურეთ, რა განაცხადა ირაკლი შოთაძემ. ამობეჭდილი უნდა წამომეღო, ალბათ და მეჩვენებინა თქვენთვის, რომ მოწმე, რომელმაც მიმართა პროკურატურას, აცხადებდა, რომ იგეგმებოდა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობა. ჩატარდა ოპერატიული საგამოძიებო მოქმედებები და დღევანდელი მტკიცებულებებით, რაც საქმეზე არის შეგროვებული, დგინდება, რომ იგეგმებოდა, ამას უკვე პირველ პირში ლაპარაკობს პროკურორი,  ერთერთი პირის მკვლელობა, შემდეგ იყო დასმული კითხვა, არის აქ საუბარი საქართველოს პატრიარქზე, იყო ასეთი კითხვა დასმული პრესკონფერენციაზე, პასუხი გახსოვთ? არ გახსოვთ? თქვენ თუ გახსოვთ, მაინტერესებს, რომ პატრიარქზე არ საუბრია“, - მიმართა გოგაძემ ჟურნალისტებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics