10:34 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-26 13:07:45, 1894 ნახვა

საზოგადოება
თბილისში აქცია-მსვლელობა “სამართალი ხოჯალოს“ ჩატარდა

არასამთავრობო ორგანიზაცია „ბორცალი ირელი საზოგადოებრივი კავშირის“ ინიციატივით, თბილისში ჩატარდა აქცია „სამართალი ხოჯალოს“, რომელიც  მეტრო რუსთაველთან ბუკლეტების დარიგებით დაიწყო.

მასში 1992 წლის 26 თებერვლის ხოჯალოს გენოციდზე იყო ინფორმაციები.

აქცია  გაგრძელდა მსვლელობით და  თბილისის პარლამენტის შენობის წინ დასრულდა.

 „ჩვენი აქციის მიზანია დავგმოთ ზოგადად გენოციდი, მათ შორის ხოჯალოს გენოციდი და სოლიდარობა გამოვუცხადოთ ამ გენოციდის მსხვერპლებს. მოგეხსენებათ, რომ ხოჯალოს ტრაგედია, როგორც გენოციდი, უკვე აღიარებულია მსოფლიოს მრავალი ქვეყნის საპარლამენტო აქტებით. მათ შორის, ფაქტი, როგორც გენოციდი, აღიარეს ბოსნია და ჰერცოგოვინას, კოლუმბიის, ჩეხეთის, ჰონდურასის, იორდანიის, მექსიკის, პაკისტანის, პანამის, პერუს, რუმინეთისა და სუდანის პარლამენტებმა, აგრეთვე, შეერთებული შტატების ოცი შტატის საკანონმდებლო ორგანომ. კარგი იქნება, თუ ამ გენოციდის გენოციდად აღიარება მოხდება ყველგან, რომ ჩვენს კავკასიის რეგიონში მსგავსი რამ არასდროს განმეორდეს“ - აცხადებს „ბორცალი ირელი საზოგადოებრივი კავშირის“ თავმჯდომარე მოხუბათ იმანოვი.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics