2017-02-25 17:29:09, 2394 ნახვა
სამართალი
ე.წ. მესაზღვრეებმა გორის რაიონიდან 70 წლის მამაკაცი გაიტაცეს
გორის რაიონში ე.წ. მესაზღვრეებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევაში მაშინ მოხდა, როდესაც სოფელ კოშკაში მცხოვრები 70 წლის ამირან გუგუტიშვილი ე.წ. საზღვრის სიახლოვეს, საკუთარ ბაღში შეშის შესაგროვებლად იყო წასული.
ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ მამაკაცის დაკავება კვლავ ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით მოხდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან