22:37 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-25 12:40:15, 2007 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
კონგრესმენი: ნაბიჯები, რომელსაც საქართველო დასავლურ დემოკრატიაში ინტეგრაციისთვის დგამს, ძალიან მნიშვნელოვანია

„ნაბიჯები, რომელსაც საქართველო განვითარებისთვის, დემოკრატიული პრინციპების შენარჩუნებისთვის და დასავლურ დემოკრატიაში ინტეგრაციისთვის დგამს, ძალიან მნიშნელოვანია“, - ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმენმა, პიტერ როსკამმა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ აქ ვართ, რომ ძალიან მკაფიო გზავნილი გადმოგცეთ ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესისგან და ეს გზავნილი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა. ჩვენ დადებითად ვაფასებთ იმ გადაწყვეტილებებს, რასაც საქართველო იღებს დემოკრატიის განვითარების გზაზე. ჩვენ ვაღიარებთ, რომ არის ზეწოლა ავტორიტარული რეჟიმებისგან თქვენს საზღვართან ახლოს. ნაბიჯები, რომელსაც საქართველო განვითარებისთვის, დემოკრატიული პრინციპების შენარჩუნებისთვის და დასავლურ დემოკრატიაში ინტეგრაციისთვის დგამს ძალიან მნიშნელოვანია”, - განაცხადა პიტერ როსკამმა, რომელიც კონგრესში „რესპუბლიკურ პარტიას” წარმოადგენს.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებულ შტატები აფასებს საქართველოს მონაწილეობას სამხედრო ოპერაციებში.

„აღტაცებული ვართ და არნახულად დიდ შეფასებას ვაძლევთ საქართველოს მონაწილეობას სამშვიდობო ოპერაციებში, ტერორიზმთან და სხვა რეაქციულ ძალებთან ბრძოლაში, ავღანეთში თუ მსოფლიოს სხვა კუთხეში”, - აღნიშნა კონგრესის დელეგაციის ხელმძღვანელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics