13:43 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-25 12:12:22, 1911 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ირაკლი კობახიძე: ამერიკელ კონგრესმენებთან შევთანხმდით, რომ სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გამყარდება

„შევთანხმდით, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და ორ პარლამენტს შორის მეგობრული ურთიერთობები, მომავალში კიდევ უფრო გამყარდება“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ამერიკელ კონგრესმენებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, დელეგაციის წევრთა სახელებს უკავშირდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი რეზოლუციის მიღება და უკანასკნელი წლების მანძილზე საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების საკითხში აშშ-ის მხარდაჭერის მობილიზება.

„ასევე ორ ქვეყანას შორის განათლების, თავდაცვის, უსაფრთხოების, ჯანდაცვის, ხალხთაშორისი ურთიერთობების, ეკონომიკისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავება. ჩვენ შეხვედრაზე ვისაუბრეთ აშშ-სა და საქართველოს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებზე. განვიხილეთ საქართველოში მიმდინარე რეფორმები, რომელთა მიზანია ქვეყნის განვითარება, დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, ასევე ეკონომიკის გაძლიერება, კანონის უზენაესობის კიდევ უფრო გამყარება და პოლიტიკური სისტემის კონსოლიდაცია. საქართველოს პარლამენტი მრავალი წელია აქტიურად თანამშრომლობს აშშ-ის კონგრესთან, ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებით. ჩვენი თანამშრომლობა ემსახურება პარლამენტის, როგორც უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ეფექტიანობის გაზრდას. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ ვიმსჯელეთ ამერიკელ მეგობრებთან საკანონმდებლო ორგანოებს შორის კავშირების გაღრმავების კონკრეტულ შესაძლებლობებზე. შევთანხმდით, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და ორ პარლამენტს შორის მეგობრული ურთიერთობები, მომავალში კიდევ უფრო გამყარდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძე.

პარლამენტის თავმჯდომარე კონგრესმენებს საქართველოში სტუმრობისთვის მადლობა გადაუხადა.

„დიდ მადლობას ვუხდი კიდევ ერთხელ კონგრესის დელეგაციის წევრებს სტუმრობისთვის და საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის“, - აღნიშნა კობახიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ვიზიტით მყოფი ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის დელეგაციის შემადგენლობაში კონგრესმენები: პიტერ როსკამი (ილინოისი), დევიდ პრაისი (ჩრდილოეთ კაროლინა), ჯერი კონოლი(ვირჯინია) და ადრიან სმიტი (ნებრასკა) შედიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლონეთში 5 თვის ბავშვი, სავარაუდოდ, ცემის შედეგად დაიღუპა - დააკავეს ქართველი დედა, ეძებენ მამას
POLITICO: ტრამპმა რუტეს დახურულ შეხვედრაზე შეურაცხყოფა მიაყენა, მიანიშნა შურისძიების ვარიანტებზე
პუტინის რეიტინგი ომის დაწყების შემდეგ ახალ მინიმუმამდე დაეცა
„სრულიად დაბლოკილია“. Telegram-ის დაბლოკვის მაჩვენებელმა რუსეთში თითქმის 100%-ს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics