15:05 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-01 18:09:21, 726 ნახვა

სპორტი
წულუკიანი კობალაძის მოთხოვნაზე: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მხარეებს შორის აღსრულებაზე დავა არ წარმოიქმნას

საქართველოს უსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საკრებულოს დეპუტატის კობა კობალაძის მოთხოვნას უპასუხა. კობალაძე სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას ითხოვს. 
"ჩვენ გავქვს აღსრულების ეროვნულ ბიუროში  შემოსული საქმე თებერვლის თვიდან, რომელიც მიმართულია "რუსთავი2"-ის წინააღმდეგ და ბატონმა კობა კობალაძემ მოიგო სასამართლოში დავა "რუსთავის2"-ის წინააღმდეგ, "რუსთავი2"-ს დაევალა სასამართლოს ძალით, რომ უარყოს შაბათ დღეს ეთერში  ის ინფორმაცია, რაც გაავრცელა კობა კობალაძის შესახებ. თქვენ გახსოვთ, რომ კობალაძე გაამართლა ჯერ კიდევ  კუბლაშვილის სასამართლომ და ცნო ის უდანაშაულოდ მუხროვანის საქმეზე. ამის საწინააღმდეგოდ, როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, მოცემული არხის ეთერში გადაიცა ინფორმაცია, რომელიც დამნაშავედ შერაცხავდა კობალაძეს, თითქოს ის ამნისტიის შედეგად გამოვიდა ციხიდან. ამ დროს ყველას გვახსოვს კობალაძე გაამართლა სასამართლომ", - განაცხადა თეა წულუკიანმა და აქვე დასძინა,  ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ მხარეებს შორის აღსრულებაზე დავა არ წარმოიქმნას და ინფორმაცია არხმა უარყოს.
"დავალებული აქვს არხს, რომ უარყოს ის ინფორმაცია, რაც ცრუ ინფორმაციაა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მხარეებს შორის აღსრულებაზე დავა არ წარმოიქმნას და ეს ინფორმაცია იქნას უარყოფილი. რაც შეეხება თანხის ნაწილს, "რუსთავი-2"-მა უკვე გადაუხადა კომპენსაცია კობალაძეს, ახლა დარჩა ცრუ ინფორმაციის უარყოფა.ჩვენ გვაქვს კავშირი როგორც "რუსთავი2"-თან, ისე კობალაძესთან და  ვიმედოვნებთ,  არავითარი გართულება არ იქნება",-აღნიშნა თეა წულუკიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა მელიამ მტკიცებულებები უდაო გახადა - საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა
ქარტია მოუწოდებს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, არ იქცეს ცენზორად!
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის ავტორი: ოცნების რეაქცია განსაკუთრებით მტრულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics