|
2017-02-23 23:35:51, 1591 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ განცხადებას ავრცელებს
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, სომხეთთან დამაკავშირებელი 220კვ. ელექტროგადამცემი ხაზის ავარიულად გამორთვის გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ვაკის, საბურთალოს და მთაწმინდის რაიონების მოსახლეობის ნაწილს და ქ. რუსთავს. ასევე, როგორც განცხადებიდან ირკვევა, ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია. „ენგურჰესზე“ მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოში ელექტროენერგიის იმპორტი ხორციელდებოდა სომხეთიდან, რომლითაც იკვებებოდა ქ. თბილისის ნაწილი და ქ. რუსთავი. 21:41 წუთზე ადგილი ჰქონდა სომხეთთან დამაკავშირებელი 220კვ. ელექტროგადამცემი ხაზის ავარიულ გამორთვას, რის შედეგადაც ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ვაკის, საბურთალოს და მთაწმინდის რაიონების მოსახლეობის ნაწილს და ქ. რუსთავს. ამ დროისთვის ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგენილია", - წერია განცხადებაში.
კანადამ და ევროკავშირმა ალიანსის შექმნის შესახებ განაცხადეს
აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას საარჩევნო კომისიის წევრების დაშინება აუკრძალა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა საკონსტიტუციო ტრიბუნალთან დაკავშირებულ კონფლიქტზე - კანონის უზენაესობის აღდგენა ჩვენი მოვალეობაა
პოლონეთის პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ტრიბუნალის შენობა დატოვა, საპროტესტო აქციები გაგრძელდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)