|
2015-04-01 15:57:50, 508 ნახვა
პოლიტიკა
ელგუჯა ხოკრიშვილი გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის აღმასრულებელ დირექტორს ახიმ შტაინერს შეხვდა
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, ნაირობიში, გარემოსდაცვითი ასამბლეის (UNEA) ბიუროს შეხვედრის ფარგლებში, გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამის აღმასრულებელ დირექტორს ახიმ შტაინერს შეხვდა. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გაეროს მეორე გენერალური ასამბლეის (UNEA-2) მოსამზადებელი საკითხების გარდა, შეხვედრაზე მხარეებმა განხილეს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა UNEP-ის ხელშეწყობა საქართველოსთვის ეკოსისტემებისა და ბიომრავალფეროვნების ეკონომიკის (TEEB) კვლევის გაგრძელებაში, მწვანე ეკონომიკის შესაძლებლობების განვითარება და მდინარეების წყლის მინიმალური ეკოლოგიური ხარჯის გათვლის მეთოდოლოგია. ასევე, მხარეებმა გარემოსდაცვითი კანონმდებლობის გაუმჯობესების და საქართველოში გარემოსდაცვითი პროგრამების დახვეწის მიზნით UNEP-ის ექსპერტების ჩართულობის საკითხზე იმსჯელეს.
ტრამპმა კვლავ გამოთქვა სურვილი შტატ ნიუ-მექსიკოს „ახალი ამერიკა“ დაარქვას
კრემლმა ჩინეთისთვის გაზის ფასდაკლება 56%-მდე გაზარდა
უკრაინამ ვლადიმირში, Yandex-ის ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ცენტრის ხუთ შენობაში იერიში მიიტანა
ნატოს ქვეყნები უკრაინაში ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით წვრთნებს ჩაატარებენ
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)