04:48 - 04 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-21 16:46:57, 1347 ნახვა

საზოგადოება
შალვა ხუციშვილი: საერთო ავარიების 20% მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე მოდის

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე "საგზაო უსაფრთხოების შესახებ" კანონრპექტზე მსჯელობენ. 

როგორც კომიტეტის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილმა განაცხადა, პროექტის თავდაპირველ ვარიანტში ასახული ინიციატივა, რომელიც მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტის აკრძალვას ითვალისწინებდა, იმით იყო განპირობებული, რომ ბოლო ხუთწლიან დინამიკაში, მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რიცხვი განუხრელად არის გაზრდილი. 

ხუციშვილის განმარტებით, მარჯვენა და მარცხენასაჭიანი ავტომობილების რაოდენობის გათანაბრების საფრთხე შეიქმნა, რაც საერთო უსაფრთხოებაზე უარყოფითად აისახება. 

"აღნიშნული საფრთხე მარჯვენასაჭიანი ავტომობილების გაძვირებისკენ გადადგმული ნაბიჯებით მოიხსნა, რის გამოც, მათი იმპორტის აკრძალვა დღის წესრიგში აღარ დგას. საერთო ავარიების 20% მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე მოდის. ამ შემთხვევების უმრავლესობა მარჯვენასაჭიანი მანქანების მძღოლების ბრალეულობით არის გამოწვეული, თუმცა ავარიის მიზეზი შეიძლება ყოფილიყო სიჩქარის გადაჭარბება, ღერძულა ხაზის გადაკვეთა ან მძღოლის ნასვამ მდგომარეობაში ყოფნა“, - განაცხადა ხუციშვილმა. 

მინისტრის მოადგილის თქმით, საგზაო მოძრაობის წესებთან დაკავშირებული კანონპროექტიდან იმ მუხლს ამოიღებენ, რომელიც მარჯვენასაჭიანი ავტომობილების იმპორტს კრძალავდა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დუმამ ბალტიისპირეთის ქვეყნები სსრკ-დან გამოყოფის შესახებ შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა
კობახიძე ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მონაწილეობისთვის ჩავიდა
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics