11:39 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-21 14:11:19, 2178 ნახვა

კომენტარი
პრეზიდენტი: მეუფეები ღიად საუბრობენ არსებული სირთულეებზე, კარგი იქნებოდა, პოლიტიკოსებიც ასე საუბრობდნენ

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საპატრიარქოში სასულიერო პირების შეხვედრას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ხელმძღვანელობს. 

როგორც პრეზიდენტმა ჟურნალისტებს პატრიარქთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, საპატრიარქოში საინტერესო დისკუსია მიმდინარეობს, სადაც არსებული სირთულეების შესახებ ღიად საუბრობენ.

„პირველ რიგში, მინდა ყველას გაგიზიაროთ სიხარული იმისა, რომ პატრიარქი საქართველოში დაბრუნდა. თავს მხნედ, ჯანმრთელად გრძნობს. პატრიარქთან ერთად დავესწარი ძალიან ღია და საინტერესო დისკუსიას, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომელიც ეკლესიასთან მიმართებაში ვითარდება. უწმინდესი ხელმძღვანელობს ამ ძალიან მნიშვნელოვან თავყრილობას. ეს არის თათბირი, სადაც ყველას აქვს განსხვავებული აზრისა და დისკუსიის შესაძლებლობა. ძალიან საინტერესო თათბირია. ასეთი ღიაობა, დემოკრატიულობა, ერთმანეთის აზრის მიღება თავისთავად, კარგი დასანახია. კარგი იქნებოდა, პოლიტიკოსებიც ასე ღიად საუბრობდნენ“, - განაცხადა მარგველაშვილმა.

ცნობისთვის, საპატრიარქოში სასულიერო პირების შეხვედრა მიმდინარეობს, რომელზეც ე.წ ციანიდის საქმეს განიხილავენ. 

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა პატრიარქი გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ, გუშინაც მოინახულა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა
არააკრედიტირებული უნივერსიტეტების 2010 წლამდე გაცემული დიპლომი აღიარებული იქნება - მიქანაძე
EUA საქართველოს განათლების რეფორმაზე: ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს უნივერსიტეტების ეფექტურობაზე
ზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics