00:20 - 04 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-21 00:22:44, 903 ნახვა

სპეციალური ანონსი
21 თებერვლის სპეციალური ანონსი

21 თებერვალს, 05:00 საათზე უნგრეთში, ქ. ეგერში პარაფარიკაობის მსოფლიო თასზე მონაწილე ბრინჯაოს მედალოსანი ქართველი პარასპორტსმენები ირმა ხეცურიანი და ნინა თიბილაშვილი საქართველოში ბრუნდებიან (თბილისის საერთაშორისო აეროპორტი).

21 თებერვალს, 09:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.

21 თებერვალს, 10:00 საათზე, სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიშში შესული რეკომენდაციების შესრულების ანგარიშს მოისმენს.
მის: თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახლობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

21 თებერვალს, 11:00 საათზე, ”ვისოლის” სათავო ოფისში გაიმართება შეხვედრა არასამთავრობო სექტორსა და ,,ვისოლ ჯგუფს“ შორის, რომელზეც სოციალურად დაუცველი ადამიანების დასაქმების პერსპექტივებზე იმსჯელებენ. 
მის: ჭავჭავაძის გამზ. #74ბ
საკონტაქტო პირი ეთუნა ცოტნიაშვილი - 599 51 22 15 

21 თებერვალს, 11:00 საათზე, ევროპის ფონდი, ქუთაისში, ადგილობრივ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ღია კარის საგრანტო პროგრამის მიზნების, პირობებისა და შერჩევის კრიტერიუმების შესახებ საინფორმაციო შეხვედრას გამართავს.

21 თებერვალს, 11:00 საათზე, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი და ბავშვთა სამყაროში გაჩენილი ხანძრით დაზარალებულები პრესკონფერენციას გამართავენ. 
მის: ზუბალაშვილების ქ. # 36 

21 თებერვალს, 12:00 საათზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
მის: თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

21 თებერვალს, 12:30 საათზე, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით საგამოფენო-საგანმანათლებლო პროგრამას „სიმართლე თებერვალზე“ (25 თებერვალი ემიგრანტული არქივების ფურცლებზე) მოაწყობს.
მის.: მ. ალექსიძის ქ. #1/3

21 თებერვალს, 13:00 საათზე, საზოგადოებრივ მეცნიერებათა განყოფილების გაფართოებული სხდომა გაიმართება; აკადემიკოსი ვლადიმერ (ლადო) პაპავა წაიკითხავს მოხსენებას, თემაზე: "მომხმარებლური ეკონომიკის თავისებურებები და საქართველოს ეკონომიკის უმთავრესი პრობლემები".
მის: რუსთაველის გამზ. 52; მეცნიერებათა აკადემიის სხდომათა დარბაზი (მე-3 სართული).

21 თებერვალს, 14:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება. 
მის: თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N516

21 თებერვალს, 15:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. 
მის: თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი

21 თებერვალს, 16:35 საათზე, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის წევრთან, აქსელ ფიშერთან შეხვედრა გაიმართება. 
მის: თბილისი, ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი 309-310)

21 თებერვალს, 17:10 საათზე საპარლამენტო უმცირესობის წევრების გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის წევრთან, აქსელ ფიშერთან შეხვედრა გაიმართება. 
მის: თბილისი, ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი 309-310)

21 თებერვალს, 17:45 საათზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრების გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის წევრთან, აქსელ ფიშერთან შეხვედრა გაიმართება. 
მის: თბილისი, ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი 309-310)

21 თებერვალს, 19:00 საათზე, პარლამენტარი ქალების პატივსაცემად საქართველოს პარლამენტი მიღებას უმასპინძლებს. 
მის: თბილისი, რუსთაველის გამზ. N8, საქართველოს პარლამენტი, შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, 0 სართული)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics