|
2017-02-17 15:30:00, 1225 ნახვა
საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილი პაკისტანელ კოლეგას პაკისტანში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო უსამძიმრებს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტს, მამნუნ ჰუსეინს პაკისტანში მომხდარი ტერორისტული აქტის გამო უსამძიმრებს. „თქვენო აღმატებულებავ,ნება მომეცით ღრმა მწუხარება გამოვთქვა ლალ შაბაზ ქალანდარის სალოცავში მომხდარი შემზარავი ტერორისტული თავდასხმის გამო. საქართველო მკაცრად გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოხატულებას და საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად განაგრძობს თანამედროვე მსოფლიოს ამ უდიდესი საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლას. მწუხარების ჟამს, საქართველო სოლიდარობასა და თანადგომას უცხადებს პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის ხალხს. ვუსამძიმრებ ტრაგიკული ვითარების დროს დაღუპულთა ოჯახებს და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ დაშავებულებს. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ გქონდეთ საქართველოს მხარდაჭერისა და თანადგომის იმედი", - აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის წერილში.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)