22:33 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-17 14:40:42, 2201 ნახვა

სამართალი
ახვლედიანი: ორ მეტრზე ახლოს, ნიკა გვარამიასთან სხვების თანდასწრების გარეშე ცხოვრებაში არ მისაუბრია

თბილისის საქალაქო სასამართლოში ამავე სასამართლოს ყოფილი თავმჯომარის მამუკა ახვლედიანის გამოკითხვა დასრულდა.

როგორც ახვლედიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიებას ზოგადი კითხვები ჰქონდა როგორც ჩანაწერის შინაარსთან, ისე ფინანსურ თემებთან დაკავშირებით.

ახვლედიანმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მასთან ერთად ფინანსებთან დაკავშირებით, რომელიც სასამართლო ეხება, არასოდეს არავის უსაუბრია.

„კითხვები ძალიან ზოგადი იყო. იყო შინაარსთან დაკავშირებითაც, თუ სად მოხდა და როგორ საუბარი. არაფერი ახალი კითხვა არ დაუსვამს გამოძიებას. ზუსტად ვერ გეტყვით ფინანსებთან დაკავშირებით რა კითხვები ჰქონდათ, ეს საკითხები გამოძიებას ეხება, მაგრამ გეტყვით, რომ არასოდეს ჩემთან არანაირ ფინანსებზე საუბარი არავის ჰქონია. არც ჩემი თანდასწრებით ვინმეს ვინმესთან ფინანსებთან დაკავშირებით იმ საკითხებზე, რომელიც სასამართლოს ეხება არ უსაუბრია. ორ მეტრზე ახლოს ნიკა გვარამიასთან, სხვა ადამიანების თანდასწრების გარეშე ცხოვრებაში არ მისაუბრია. არ უარვყოფ, დიდ ნაწილში ჩემი ხმაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩემი თანდასწრებით ფინანსებზე ვინმე მესაუბრება“,  - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

შეგახსენებთ,  საქალაქო სასამართლოში, მამუკა ახვლედიანის გამოკითხვა ცოტა ხნის წინ დასრულდა. საქმე ეხება შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარ სამმართველოში მიმდინარე გამოძიებას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის, მისი და მამუკა ახვლედიანის პირადი საუბრის ამსახველი ვიდეოჩანაწერის უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics