|
2015-04-01 11:48:51, 479 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ალასანია: დღეს მთავარი საკითხია, დატოვებს თუ არა სასამართლო ივანიშვილის პირად პატიმრებს წინასწარ პატიმრობაში
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია დარწმუნებულია, რომ სასამართლო განხილვების დროს ე.წ. კაბელების საქმეზე დაკავებული 5-ივე პირის უდანაშაულობას დაამტკიცებენ. ამის შესახებ ალასანიამ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე განუცხადა. მისივე თქმით, დღეს მთავარი საკითხია დატოვებს თუ არა სასამართლო ბიძინა ივანიშვილი პირად პატიმრებს წინასწარ პატიმრობაში. "სასამართლო განხილვებში ეს საქმე რომ დასრულდება ისე, რომ სრულად გაამართლებენ 5 უდანაშაულო ადამიანს, ამაში არც თავიდან მეპარებოდა ეჭვი და არც ახლა მერპარება. დღეს მთავარი საკითხი და გადასაწყვეტი თემა არის ის, რომ ივანიშვილის პირად პატიმრებს წინასწარ პატიმრობაში დატოვებს თუ არა სასამართლო. ეს არის მნიშვნელოვანი. რატომ არის ეს 5 ადამიანი წინასწარ პატიმრობაში ამდენხანს აბსოლუტურად უსაფუძვლოდ როდესაც ის საექსპერტო დასკვნაც კი, რომელიც პროკურატურას საფუძვლად ჰქონდა მათი დაკავების, თვითონ უარყო პარქტიკულად, ახალი ექსპერტიზა დანიშნა",-განაცხადა ირაკლი ალასანიამ. ცნობისთვის, დაცვის მხარე დღევანდელ სასამართლო პროცესზე სხვა შუამდგომლობებთან ერთად, ეწ. კაბელების საქმეზე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობასაც დააყენებს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)