13:12 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-16 19:23:37, 580 ნახვა

სამხედრო
ჯეიმს მატისი: პატივს ვცემ საქართველოს კონტრიბუციას ნატოს ბრძოლის ველზე

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა საქართველოს მხარდამჭერი განცხადება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბრიუსელში შედგა პირველი კომუნიკაცია საქართველოს თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიასა და აშშ-ის თავდაცვის მდივან ჯეიმს მატისს შორის.  

ორი ქვეყნის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები ერთმანეთს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა წარუდგინა. 

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მადლიერებას გამოხატავს საქართველოს მიმართ, ნატოს საერთაშორისო მისიებში გაღებული წვლილისთვის:  

„ჩვენ შევხვდით ნატოს უახლოეს პარტნიორს, საქართველოს. მე გამოვხატე ჩემი აღფრთოვანება და პატივისცემა საქართველოს კონტრიბუციისა და მათ მიერ გაღებული მსხვერპლის მიმართ, რომელიც ამ ქვეყანამ ნატოს ბრძოლის ველზე, ავღანეთში გაიღო,“ - განაცხადა ჯეიმს მატისმა.   

აშშ-საქართველოს ურთიერთობები საქართველოს თავდაცვის მინისტრმაც შეაფასა. ლევან იზორიას განცხადებით, ამერიკულმა მხარემ საქართველოს მიმართ მკაფიო მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა. 

„ჩვენთან შეხვედრის დროს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა ხაზგასმით დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და სტრატეგიული თანამშრომლობის გაგრძელების მკაფიო სურვილი გამოთქვა, რომელიც შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის წლების განმავლობაში არსებობს. ორ ქვეყანას შორის არსებული სამართლებრივი საფუძველი, რომელიც გაფორმებული მემორანდუმით და უსაფრთხოების მიმართულებაზე, განსაკუთრებით კი თავდაცვის სფეროში გაფორმებული სამ წლიანი ჩარჩო ხელშეკრულებით გამოიხატება, სოლიდურ საფუძველს გვაძლევს განვახორციელოთ ძალიან ამბიციური პროგრამა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად. საქართველოს მზადყოფნის პროგრამაზე მე საზოგადოებას მრავალგზის მივაწოდე ინფორმაცია. სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში იგეგმება ვაზიანში ერთობლივი ძალისხმევით საწვრთნელი ცენტრის მშენებლობა. ეს იქნება საუკეთესო შესაძლებლობა იმ მთავარი პრაქტიკული მიზნის განხორციელებისთვის, რასაც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერება და მდგრადობის განმტკიცება ქვია“, - აღნიშნა მან.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მედია: უნგრეთში რუსეთის საელჩოს თანამშრომლები რუსეთის უშიშროებასთან არიან დაკავშირებული
ყაველაშვილი 9 აპრილის ტრაგედიაზე განცხადებას ავრცელებს, რომელშიც რუსეთს არ ახსენებს
პარლამენტთან აქციაზე პროტესტის მონაწილე შაკო ბაღდოშვილი დააკავეს
რუსებო, მონებო - ოცნების მთავრობა 9 აპრილის მემორიალთან შეძახილების ფონზე მივიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics