|
2017-02-16 16:29:58, 1864 ნახვა
კომენტარი
ბაქრაძე: საგანგაშოა, თუ პროკურატურა თავს უფლებას აძლევს, რომ ამ დონეზე აბუჩად აიგდოს ქვეყნის პრემიერი და მთავრობა
„მთავარმა პროკურატურამ ერთ-ერთი მაღალი იერარქიის სასულიერო პირის შესაძლო მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებული განცხადებით, საქართველოს მოსახლეობა დაზაფრა, დღეს კი -პროკურატურა აცხადებს, რომ საუბარი ილია მეორის შესახებ არ ყოფილა“, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, პროკურატურამ ქვეყნის ხელისუფლბა „აბუჩად აიგდო“. „ხუთი დღეა მოსახლეობა და სრულიად საქართველო დაზაფრული ისმენს ინფორმაციას, პატრიარქზე შესაძლო შეტევისა და მისი მოწამვლის მცდელობის შესახებ. ხუთი დღეა, თითოეული ჩვენგანი ელოდება, თუ როგორ განვითარდება მოვლენები, რამდენად დაცულია მისი უწმინდესობის უსაფრთხოება. პროკურატურამ აბუჩად აიგდო ქვეყნის ხელისუფლება, დაწყებული პრემიერ-მინისტრით და საკანონმდებლო ხელისუფლებით და უბრალოდ, არც კი მიაწოდა მათ ინფორმაცია რა გამოძიება იყო და რაზე უნდა ესაუბრათ ქვეყნის უმაღლეს თანამდებობის პირებს. თავისთავად, ეს უაღრესად საგანგაშოა თუ პროკურატურა თავს უფლებას აძლევს, რომ ამ დონეზე აბუჩად აიგდოს პრემიერი და მთავრობა. მეორე ვერსია ის არის, რომ ამ თემისა და პატრიარქის სახელის გამოყენებით, მათ სურდათ, შეექმნათ ტალღა, რომელიც ქვეყანაში სხვა თემებს გადაფარავდა, ქვეყანაში სხვა თემებს და გახსნიდა იმ კონფრონტაციულ დისკუსიას, რომელსაც ყველა ჩვენგანი ვისმენთ ბოლო დღეებში საპატრიარქოს გარშემო. ასეთი დისკუსია რა თქმა უნდა აზიანებს საპატრიარქოს და ეკლესიის ავტორიტეტს და საბოლოო ჯამში, შეიძლება ემსახურებოდეს ხელისუფლების გავლენის გაძლიერებას ეკლესიაზე. ამიტომ რომელი ვერსიაც არ უნდა იყოს, არის ეს პროკურატურის არაპროფესიონალიზმი და მთავრობის აბუჩად აგდება, თუ არის ეს მთავრობის მხრიდან ამ თემის აჟიტირებით საპატრიარქოზე გავლენის გაზრდის მცდელობა, ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენს საზოგადოებას უნდა ჰქონდეს დეტალური ინფორმაცია“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ. „ევროპული საქართველოს“ ლიდერი პროკურატურას მოუწოდებს, აღნიშნულ საქმეზე ყველა ინფორმაცია გასაჯაროვდეს. "როგორც პარლამენტის წევრი, როგორც პოლიტიკოსი და ამ ქვეყნის მოქალაქე, კატეგორიულად მოვითხოვ გასაჯაროვდეს ყველა ის ინფორმაცია, მათშორის ის ჩანაწერები, რომელზეც აპელირებდა პროკურატურა, მოიხსნას გრიფითსაიდუმლო და ჩვენმა საზოგადოებამ გაიგოს რასთან გვქონდა საქმე ამ დღეების განმავლობაში", - აღნიშნა ბაქრაძემ. შეგახსენებთ, დეკანოზი გიორგი მამალაძე პროკურატურის თანამშრომლებმა მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით 10 თებერვალს დააკავეს. 12 თებერვალს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. იგი რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებოდა, 15 თებერვალს კი, ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ დეკანოზი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)