|
2017-02-16 14:42:51, 2353 ნახვა
სამართალი
ომბუდსმენი: დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფცია პროკურატურის მიერ თავიდანვე დაირღვა
საქართველოს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს ეხმაურება. ომბუდსმენი მთავარ პროკურატურასა და სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირებს მოუწოდებს, პატივი სცენ უდანაშაულობის პრეზუმფციასა და სისხლის სამართლის პროცესში მხარეთა თანასწორობის პრინციპს. „საქართველოს მთავარი პროკურატურის საჯარო განცხადების თანახმად, ბრალდებულს უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. დეკანოზის დაკავების ფაქტს გამოეხმაურნენ მათ შორის, პარლამენტის წევრები, პრემიერ–მინისტრი, ენერგეტიკის მინისტრი, იუსტიციის მინისტრი და სხვა მაღალი თანამდებობის პირები. მათ დადებითად შეაფასეს, საგამოძიებო სტრუქტურების მუშაობა და აღნიშნეს, რომ დეკანოზის დაკავების შედეგად საქართველოს კათალიკოს–პატრიარქის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და პატრიარქს სახელმწიფო იცავს. ცხადია, ასეთი განცხადებები საზოგადოებას სავარაუდო დანაშაულის ადრესატად სწორედ პატრიარქზე მიანიშნებს. საქართველოს სახალხო დამცველი 2017 წლის 14 თებერვალს შეხვდა და გაესაუბრა ბრალდებულ გიორგი მამალაძეს N6 პენიტენციურ დაწესებულებაში. ბრალდებულთან შეხვედრის შედეგად გამოიკვეთა, რომ გიორგი მამალაძის ბრალდების შესახებ დადგენილებაში არ არის მითითება სასულიერო პირის მკვლელობის მომზადებაზე. გარდა ამისა, სახალხო დამცველთან საუბრისას ბრალდებული წარდგენილ ბრალდებას აბსურდს უწოდებს. საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პირი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. საჯარო პირებს გამოძიების პროცესში განსაკუთრებული ვალდებულება აკისრიათ, თავი შეიკავონ ნებისმიერი განცხადების გაკეთებისაგან, რომლითაც შესაძლებელია წინასწარ ჩამოყალიბდეს საზოგადოებრივი აზრი ბრალდებულის დამნაშავეობასთან დაკავშირებით. საქართველოს სახალხო დამცველი აცნობიერებს საქმესთან დაკავშირებით არსებულ მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს და მოუწოდებს მაღალი თანამდებობის პირებს, თავი შეიკავონ ბრალდებულის დამნაშავეობასთან დაკავშირებით მტკიცებითი ხასიათის განცხადებებისგან. საქართველოს სახალხო დამცველი დამატებით აღნიშნავს, რომ გიორგი მამალაძის უდანაშაულობის პრეზუმფცია თავიდანვე დაირღვა საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ საჯაროდ გავრცელებული განცხადებით. პროკურატურამ მტკიცებითი ფორმით მიუთითა, რომ გიორგი მამალაძემ ჩაიდინა დანაშაული, კერძოდ „მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და თავის საცხოვრებელ ბინაში ინახავდა“ კუსტარულ ცეცხლსასროლ იარაღს. საქართველოს სახალხო დამცველს ასევე სურს, გამოეხმაუროს პროკურატურის მიერ დაცვის მხარისთვის დაკისრებულ ვალდებულებას, საჯაროდ არ გაამჟღავნონ საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ამგვარი ზომის გამოყენება, შეესაბამება კანონს, როდესაც იგი აუცილებელია გამოძიების ინტერესებისთვის. ნიშანდობლივია, რომ გიორგი მამალაძის ბრალდებასთან დაკავშირებით შინაარსობრივი მონაცემები თავად პროკურატურის მიერ ვრცელდება. შესაბამისად, გაუთქმელობის ვალდებულება, მოცემულ შემთხვევაში, დაცვის მხარის არათანაბარ მდგომარეობაში ჩაყენებას შეიძლება ისახავდეს მიზნად. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას, გაავრცელოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მიზნით მოხდა დაცვის მხარისთვის ამგვარი ვალდებულების დაკისრება, ასევე, გააუქმოს იგი, როდესაც აღარ იარსებებს გაუთქმელობის უკიდურესი აუცილებლობა, რათა არ დაირღვეს მხარეთა თანასწორობის პრინციპი“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)