|
2017-02-16 13:28:52, 2126 ნახვა
სამართალი კომენტარი
გვარამია: დამრჩა შთაბეჭდილება, რომ შესაძლოა, ჩემზე ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრან
„შთაბეჭდილება დარჩა იმისი, რაც რეალურად ხდება, შესაძლებლობა, რომ ჩემზე ახალი სისხლის სამართლის საქმე აღძრან“,-ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც გვარამიამ აღნიშნა, შეუძლებელია საქმე ქრთამის ნაწილით აღძრან, რადგან გამოქვეყნებულ მასალაში ქრთამზე საუბარი არ არის. „გამოძიება ცდილობდა შინაარსის გარკვევას, რა ვისაუბრე, რატომ ვისაუბრე და ა.შ. გამოძიებას ავიწყდება, რომ ეს გამოძიება არ მიმდინარეობს არც ქრთამის აღებაზე, არც რაიმე სხვა რამეზე. ეს გამოძიება მიმდინარეობს უკანონოდ მოპოვებაზე ინფორმაციის და კომპიუტერულ სისტემაში შეღწევაზე. ამიტომ ჩვენი განმარტება იყო შემდეგი, კითხვები უნდა შეეხებოდეს მხოლოდ გამოძიებას და ბუნებრივია თუ ის ცდება გამოძიების ინტერესებს ამ კითხვებზე პასუხისგან თავს შევიკავებთ. მიუხედავად ამისა კითხვებზე პასუხები იქნა გაცემული მთელ რიგ შემთხვევებში. რა თქმა უნდა ექსპერტიზა არის ყალბი, იგი არ ასახავს იმ საუბარს, რომელიც იყო და შედგა სამ პირს შორს. მაგრამ საინტერესო ის არის, რომ შეუძლებელი გახდა ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარებაც ქვეყნის შიგნით, იმიტომ რომ გაუგებარი მიზეზებით ჩატარდა კომისიური ექსპერტიზა და შსს-ს კრიმინალისტური საექსპორტო კვლევა და სამხარაული ერთობლივად არიან გასვრილი ამ სიბინძურეში რასაც ჰქვია გაყალბებული დასკვნა. შესაბამისად ჩვენ მოგვისპეს შესაძლებლობა ქვეყნის შიგნით ალტერნატიული ექსპერტიზის გაკეთების. ამას გარდა პროკურატურის პოზიცია იყო ის რომ მე უნდა მეპასუხა და გამემხილა წყარო, ანუ მესამე პირი და განმარტეს იმით, რომ მე არ ვარ ჟურნალისტი. რა თქმა უნდა ეს არის სიბეცე და უცოდინრობა“,-განაცხადა გვარამიამ. ცნობისთვის, „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი გუშინ შს სამინსიტროს კრიმინალურ პოლიციაში დაკითხვაზე დაიბარეს, თუმცა მან უწყებაში მისვლაზე უარი განაცხადა სასამართლოში დაკითხვა მოითხოვა. შსს-მ სასამართლოს ნიკა გვარამიას დაკითხვის შუამდგომლობით იმავე დღეს მიმართა. შეგახსენებთ, 2016 წლის 4 ოქტომბერს www.youtube.com-ზე გამოქვეყნდა ნიკა გვარამიასა და მამუკა ახვლედიანს შორის პირადი საუბრის ამსახველი ჩანაწერი. ამავე დღეს გამართულ ბრიფინგზე რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარესთან საუბარი ფარულად მან ჩაიწერა, ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ვერსია კი, ამ საუბრის ჩანაწერის დამონტაჟებულია ვერსიაა.
თსუ-სთან საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან
პრეზიდენტი მატარელა: იტალია ყურადღებით აკვირდება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზას
სომხეთის თანამშრომლობა აშშ-სთან და ევროკავშირთან რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული - მირზოიანი
საგარეო საქმეთა მინისტრს უმაღლესი დიპლომატიური რანგი მიენიჭება
|
რედაქტორის რჩევით
რატომ უნდა ივანიშვილი-კობახიძის დუეტს მოსახლეობის უფრო მეტად გაღატაკება
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ კიევში დარტყმის ადგილები მოინახულა
რუსეთმა უკრაინის მიმართულებით 600 დრონი და 90 რაკეტა გაუშვა, მათ შორის „ორეშნიკი“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
თბილისში ტრამპ თაუერის აშენება ივანიშვილის შვილის ნაწილობრივ საკუთრებაში არსებულ მიწაზე იგეგმება
დღის თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)