|
2017-02-15 17:17:16, 2354 ნახვა
სამართალი კომენტარი
ადვოკატი: მამა გიორგი მამალაძემ დამაბარა მხოლოდ ერთი ფრაზა, რომ ირაკლი მამალაძე მისი გარე ბიძაშვილი და უახლოესი მეგობარია
ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს, ჟურნალისტ ირაკლი მამალაძის განცხადებები გააცნო. როგორც ადვოკატმა ჟურნალისტებს ე.წ. მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ განუცხადა, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დეკანოზი მხოლოდ ერთ ფრაზას ამბობს: „მე გადავეცი ირაკლი მამალაძის სატელევიზიო გამოსვლა და ამაზე დამაბარა მხოლოდ ერთი ფრაზა, რომ ირაკლი მამალაძე არის მისი გარე ბიძაშვილი, ის არის ირაკლი მამალაძის ძმისშვილის ნათლია და ის არის ირაკლი მამალაძის ახლო მეგობარი“, - განაცხადა ადვოკატმა. მისივე თქმით, დეკანოზი ფიქრობს, რომ ხელისუფლების ორგანოები შეცდომაში არიან შეყვანილი. „ფიქრობს, რომ ხელისუფლების ორგანოები შეცდომაში არიან შეყვანილი და იმედი აქვს რომ ეს მდგომარეობა გამოსწორდება და რეალურად დაინტერესდებიან იმით, რომ ის არ არის დამნაშავე“, - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)