2017-02-15 16:32:03, 2457 ნახვა
სამართალი
მანანა კობახიძემ მოსამართლის ფიცი დადო
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ახალარჩეულმა მოსამართლემ, მანანა კობახიძემ ფიცი დადო.
კობახიძემ მოსამართლის პოსტზე ქეთევან ერემაძე ჩაანაცვლა, რომელსაც სამოსამართლეო ვადა გასულ წელს ამოეწურა.
მანანა კობახიძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე 10 წლის განმავლობაში იქნება.
ფიცის დადების ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე და მოსამართლეები ესწრებოდნენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან