20:37 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-14 14:57:26, 2196 ნახვა

სამართალი
ომბუდსმენი: დეკანოზი გიორგი მამალაძე ბრალს არ აღიარებს და ოჯახის უსაფრთხოებას ითხოვს

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, დეკანოზი გიორგი მამალაძე ბრალს არ აღიარებს და  ოჯახის უსაფრთხოებას ითხოვს.

როგორც  ნანუაშვილმა დეკანოზთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, მამა გიორგის საქმეში არსებობს პროცედურული დარღვევები.

მისივე თქმით, დეკანოზს დაკავების მომენტში სატელეფონო ზარის განხორციელების უფლება არ მიეცა.

"დეკანოზი ბრალს არ აღიარებს. ამბობს, რომ ეს არის აბსურდული ბრალდება. ის აგრძელებს ბრძოლას სიმართლის დასადგენად. დეკანოზი ყველას სთხოვს ამ საქმის პოლიტიზირება არ მოხდეს“,-აღნიშნა ომბუდსმენმა.

ნანუაშვილის ინფორმაციით, ბრალში, რომელიც დეკანოზს  წარედგინა, მაღალ სასულიერო პირზე საუბარი არ არის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics