06:49 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-13 17:04:59, 1864 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ტუღუში: კომისიაზე დააყენეს ინიციატივა, კონსტიტუციიდან ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ამოღება მოხდეს

"ევროპული საქართველოს" წევრის გიორგი ტუღუშის ინფორმაციით, საკონსტიტუციო კომისიის რამდენიმე წევრმა დააყენა ინიციატივა, რომ კონსტიტუციიდან ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის ამოღება მოხდეს.

"რეალურად გააკრიტიკეს ამ ინსტიტუტის არსებობა საქართველოში, რასაც რა თქმა უნდა მოჰყვა წინააღმდეგობა, იგივე ჩვენი და არასამთავრობო სექტორის ნაწილის მხრიდან, ასევე ადვოკატების მხრიდან, მათი ნაწილი ეწინააღმდეგება ამას. ჩვენ კიდევ ერთხელ დავსვით საკითხი, რეალურად, ეს ინსტიტუტი დღეს თუ არ განვითარდა, და რეალურად ჩვენს მოქალაქეებს არ აქვთ საშუალება ყველა კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეზე ისარგებლონ ნაფიც მსაჯულებით, ეს არის ამ ხელისუფლების პრობლემა, მათ არ განავითარეს ეს ინსტიტუტი, და პირიქით, როგორც ჩანს ცდილობენ უარი თქვან ამ ინსტიტუტზე. იმედს ვიტოვებ, საკონსტიტუციო კომისია ამ აზრს არ გაიზიარებს, და ნაფიცი მსაჯულები კონსტიტუციის ნაწილად დარჩება, ასევე ხელისუფლება დაიწყებს ფიქრს იმაზე, როგორ გააძლიეროს ეს ინსტიტუტი.

არგუმენტი არის ტიპიური, რომ ვთქვათ ეს არის ამერიკული მოდელი და რეალურად ევროპაში ეს ასე არ არის, საქართველო არის პატარა ქვეყანა, რთულია მოძებნო მიუკერძოებელი მსაჯულები და ა.შ. ეს ყველაფერი ჩვენ მოსმენილი გვაქვს, ქვეყანაში, სადაც სასამართლოს მიმართ ნდობაა დაბალი, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის მთავარი დანიშნულებაა, საზოგადოება ჩაერთოს მართლმსაჯულების განხორციელებაში  და სასამართლოს მიმართ ამაღლდეს ნდობა",-აღნიშნა გიორგი ტუღუშმა და დასძინა, რომ ინიციატორები ექსპერტები იყვნენ.

"ინიციატორი მმართველი გუნდი არ ყოფილა, რამდენიმე ექსპერტი და იქაც როგორც ჩანს არ არის ერთიანი ხედვა ამ საკითხთან მიმართებაში, თუმცა ამან არ უნდა გამოიწვიოს ის, რომ ჩვენ ეს ჩანაწერი რამენაირად დავაკნინოთ, ან წავშალოთ",-განაცხადა გიორგი ტუღუშმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics