14:30 - 20 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-13 16:49:17, 2259 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
სალომე ზურაბიშვილი: დღეს უშიშროების საბჭო სრულიად უფუნქციოა

დამოუკიდებელი დეპუტატის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, უშიშროების საბჭო დღეს სრულიად უფუნქციოა და ბოლო პერიოდში საბჭოს  რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება არ მიუღია.

ზურაბიშვილის განცხადებით, უშიშროების საბჭო დღეს არსებული რეალობიდან გამომდინარე პრემიერის დაქვემდებარებაში უნდა იყოს.

„უშიშროების საბჭო დღევანდელ დღეს სრულიად უფუნქციოა. არ მგონია რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ყოფილიყოს უშიშროების საბჭოზე ბოლო პერიოდში. ეს იმიტომ რომ უშიშროების საბჭო არაა იმ ადგილას, სადაც რეალური მმართველობა არსებობს. დღევანდელი  რეალობიდან გამომდინარე ეს უნდა იყოს პრემიერის დაქვემდებარებაში, თუმცა არის საკითხები სადაც აუცილებელი იქნება ერთობლივად პრემიერი და პრეზიდენტი იყვნენ თავმჯდომარეები უშიშროების საბჭოსი. არ შეიძლება ქვეყანაში თანადროულად ორი ინსტიტუტი იყოს და არ ვიცოდეთ რეალურად რამე რომ მოხდეს რომელი ერთია პასუხისმგებელი“,-აღნიშნა ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ უსაფრთხოების კონცეფცია ქვეყნისთვის აუცილებელია.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატი საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ერთიანი სტრატეგიის შემუშავების მიზნით, საერთო ეროვნულ დისკუსიას იწყებს.

ქვეყნის უსაფრთხოების პოლიტიკის შექმნის პროცესში ერთიანი ეროვნული მიდგომის აუცილებლობის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, 2016 წლის ნოემბერში, ახლადარჩეული პარლამენტის წინაშე გამოსვლისას განაცხადა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გაეცანი საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებს მოსწავლეებისთვის - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
ბოკერია - რეჟიმს უნდა, გააგრძელოს საქართველოს უსაფრთხოების, მომავალი თაობის ხარჯზე გამდიდრება და ძალაუფლების შენარჩუნება საქართველოს მტრების ინტერესების სასარგებლოდ
პარტია „გახარია საქართველოსთვის“მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს, მათი საკითხი ნაციონალებისგან ცალკე საქმედ გამოიყოს
ოპოზიცია დასავლეთის ქვეყნების ელჩებს შეხვდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics