06:50 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-13 16:15:22, 1905 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ნადირაშვილი: ივანიშვილის პროკურატურის განცხადებებს ნდობა არ აქვს

მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას  "ევროპული საქართველოს" წევრი ირმა ნადირაშვილი უნდობლობას უცხადებს.

მისი თქმით, საქმესთან დაკავშირებით ბევრი კითხვა ჩნდება.

ნადირაშვილის განმარტებით, უცილებელია,  ამ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე პროკურატურამ მეტი სიცხადე შეიტანოს, გამოაქვეყნოს ის მტკიცებულებები, რომელიც  საქმის ირგვლივ არსებობს და  კითხვის ნიშნებს  წერტილი დაუსვას.

 „ივანიშვილის პროკურატურის განცხადება მოვისმინეთ, ამ ძალიან მძიმე ამბავზე და მე არ დავიწყებ ნამდვილად სპეკულაციებს, მაგრამ, ალბათ მართალი ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ კითხვის ნიშნები, რომლებიც არსებობდა ამ თემის ირგვლივ, კიდევ უფრო მეტი გაჩნდა, ივანიშვილის პროკურატურის ნდობის მანდატი ამოწურულია, შესაბამისად, მათ განცხადებებს არ აქვს ნდობა. ვფიქრობ,

თავად ფორმა, როგორც მოხდა ეს ყველაფერი , დაკავებული იყო მძიმე დანაშაულის ბრალდებით პატრიარქთან დაახლოებული ერთ-ერთი პირი, და ამის თაობაზე საზოგადოება იგებს არა სამართალდამცველი ორგანებისგან, არამედ ერთ-ერთი ტელეკომპანიისგან, რაც თვისთავად არასწორია, ამ  ყველაფერს სანდოობას უკარგავს,

ჩვენ ვთვლით, რომ აუცილებელია ამ თემაზე საზოგადოებას ჰქონდეს უფრო მეტი ინფორმაცია, პროკურატურამ კეთილი ინებოს და ეს ინფორმაცია გაგვაცნოს, სხვა მხრივ მათ განცხადებებზე დამაჯერებლობა არ არის და მათი მანდატი ამოწურულია.

პირველი ეჭვი, რომელიც მიჩნდება, რატომ იყო პროკურატურა ჩუმად, ჩვენ ვიცით, რომ 2 დღის წინ ეს ადამიანი დააკავეს, ჩატარდა სასამართლო, და მიუსაჯეს წინასწარი პატიმრობა, ჩვენ გვაქვს კადრები ნანახი,

ეს არის ერთ-ერთი მძიმე ბრალდება, რომელიც შეიძლება მოგვესმინა და ამის თაობაზე იყო მთელი სახელისუფლო სტრუქტურა ჩუმად, არავინ არაფერს არ ამბობდა, სხვა კითხვის ნიშნებიც ჩნდება, არ ვიცი შეიძლება ძალიან ბევრი მტკიცებულებაა და ამიტომ ჩვენ ვითხოვთ ამ მტკიცებულებებს ვიცნობდეთ, ეს არ ეხება ხო რიგით ადამიანს, ეს ეხება ქვეყნის ბედისთვის მნიშვნელოვანი, გადამწყვეტი ამბავია, როდესაც შეიძლება ასეთი ტიპის მკვლელობის მცდელობა იყოს ქვეყანაში. ამიტომ, ჩემთვის გაუგებარია, როდესაც ციანიდით ადამიანის გადასვლას რისკავ და გადადიხარ საზღვარზე, ესეც ცოტა წარმოუდგენელია, თუმცა შესაძლებელია, იყო ეს ფაქტი, ამის თაობაზე გვინდა მეტი ვიცოდეთ, რადგან დღემდე პროკურატურა მხოლოდ პოლიტიკური დაკვეთების შესრულებით არის დაკავებული",-აღნიშნა ნადირაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics