06:49 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-13 12:58:57, 2346 ნახვა

საზოგადოება კომენტარი
მეუფე ნიკოლოზი: პატრიარქს მისი შესაძლო მოწამვლის არ სჯერა

ახალქალაქისა და კუმურდოს, სამხრეთ ამერიკის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, რომ პატრიარქს მიწი მოწამლვის ფაქტის არ სჯერა. 

მიტროპოლიტი ამბობს, რომ პატრიარქი მომხდართან დაკავშირებით საქმის კურსში ჩააყენეს.

როგორც მეუფე ნიკოლოზმა აღნიშნა, ილია მეორის მოწამლვის შესაძლო ფაქტი აბსურდულია. 

„მე მაგალითად ჩემს აზრსაც გეტყვით და სხვა მღვდელმთავრებისაც და თვითონ პატრიარქსაც, რომ ვუთხარით ისიც ზუსტად ასე ამბობს: მე არ მჯერა, რომ საქართველოში, რომელსაც შეიძლება ასეთი აზრი გაუჩნდეს თავში. ჯერ ერთი რატომ მაგრამ რატომღაც, წარმოუდგენლად მიმაჩნია, აბსოლუტურად. არც პატრიარქს არ ჯერ ამის და არც მღვდელმთავრებს. სულ ამაზე ვსაუბრობთ. რომ დაკავებულია სასულიერო პირი, ეს პატრიარქმა არ შეიძლება რომ არ იცოდეს, მაგრამ რა იყო, როგორ იყო, ეს არავინ ვიცით.

რაც შეეხება იმას, რომ ასეთი აჟიოტაჟია ამაზე ატეხილი, არ ვიცი რა არის, მაგრამ თუ რაიმე სერიოზული ამბავია, ცხადია, რომ ამას ის სამსახურები, რომლებიც ამითი არიან დაკავებულები, ამას არც ჩვენ მოგვიყვებიან, არც თქვენ მოგიყვებიან ცხადია“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ინფორმაციით, საპატრიარქოს ქონების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი და საპატრიარქოს წმინდა იოაკიმესა და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრის დირექტორი, მამა გიორგი მამალაძე დააკავეს. ტელეკომპანიის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, გიორგი მამალაძე პარასკევს გამთენიისას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მაშინ დააკავეს, როდესაც მან საზღვარი გადაკვეთა და თვითმფრინავში ჩასაჯდომად ემზადებოდა. ამ დრომდე უცნობია რომელმა უწყებამ, ჩაატარა დაკავების ოპერაცია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პუტინმა „აღდგომის ზავი“ გამოაცხადა
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics