2017-02-12 18:39:16, 2289 ნახვა
სამართალი
ოზურგეთის რაიონში მამაკაცი დაჭრეს
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში მამაკაცი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული.
როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.
ეჭვმიტანილის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან