|
2017-02-12 11:10:33, 2274 ნახვა
საზოგადოება
ალი ბადიროვის საჯარო ლექცია-სემინარი მარნეულში
მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში სახელმწიფოებრივ და სამართლებრივ საკითხებზე საჯარო ლექცია-ტრენინგი ჩატარდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მარნეულში მცხოვრები ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდები. ლექცია მათ მშობლიურ, აზერბაიჯანულ ენაზე წაიკითხა საქართველოს აზერბაიჯანელ იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, სამართლის მაგისტრმა ალი ბადიროვმა. სტუდენტებს შეეძლოთ შეკითხვების დასმა როგორც აზერბაიჯანულ, ასევე ქართულ და რუსულ ენებზე. შეხვედრაზე განხილული იქნა როგორც საკონსტიტუციო, ასევე საარჩევნო სამართლის საკითხები. შეკითხვები ძირითადად ეხებოდა ეთნიკური უმცირესობების უფლებებს და მათი ინტეგრაციის პრობლემებს. ”ვფიქრობ, რომ საინტერესო შეხვედრა შედგა. მადლობას ვუხდი მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრს ასეთი ინიციატივისთვის და შეხვედრის ორგანიზებისთვის. ჩემი აზრით, დასმულ ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხი გავეცი. კმაყოფილი ვარ მარნეულელების აქტივობით. რაც უფრო ხშირი იქნება ასეთი შეხვედრები, განსაკუთრებით კი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან, ეს მით უფრო წაახალისებს ახალგარზდებს, სწავლისადმი სტიმულს გაზრდის და ინტეგრაციის პროცესს გააძლიერებს” - აცხადებს საქართველოს აზერბაიჯანელ იურისტთა ლიდერი ალი ბადიროვი.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)