|
2017-02-12 10:28:13, 1144 ნახვა
საზოგადოება
შს სამინისტრო სკოლებში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას აგრძელებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის - “შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის” ფარგლებში, საჯარო სკოლებში საგზაო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილი გაკვეთილი ჩაატარეს. შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა თბილისის პირველ ექსპერიმენტულ საჯარო სკოლაში მოსწავლეებს საგზაო მოძრაობის წესები გააცნეს და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის თემაზე ესაუბრნენ. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. პატრულ-ინსპექტორებმა მოზარდების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს. ინტერაქტიულ-შემეცნებითი გაკვეთილის დასასრულს შსს-ს წარმომადგენლებმა მოსწავლეეებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში დამზადებული სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე გაკვეთილი აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაშიც ჩატარდა. უფროსკლასელებსა და სტუდენტებს პატრულ-ინსპექტორი მოძრაობის უსაფრთხოების წესებსა და ქვეითთა უფლებებზე ესაუბრა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ფართომასშტაბიანი კამპანია 2015 წელს დაიწყო. კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)