08:40 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-11 16:24:19, 3761 ნახვა

სხვადასხვა
რა ხდება ორგანიზმში, როდესაც სიგარეტის მოწევას თავს ანებებთ

მსოფლიოში დაახლოებით მილიარდი ადამიანი მოიხმარს თამბაქოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველი მესამე ზრდასრული ადამიანი თამბაქოს ტყვეა. ყველა მწეველმა იცის თუ რა ემართება ორგანიზმს ერთი ღერის მოწევისას, მაგრამ არცერთი არ იაზრებს და არ ანებებს თავს თამბაქოს მოხმარებას.

ამასთან, ცოტამ თუ იცის რა ემართება ადამიანის ორგანიზმს მოწევის დანებების შემთხვევაში. შესაბამისი დეტალური განმარტება, AsapSCIENCE-მა გამოაქვეყნა.

მოწევის დანებების პირველ 20 წუთში - გულისცემა და სისხლის წნევა ნორმალურ ნიშნულს უბრუნდება (ნიკოტი გულისცემას ზრდის და სისხლძარღვებს ავიწროებს). გარდა ამისა, ადამიანი კიდურებში სიცივეს გრძნობს, რაც ნიკოტინისთვის არის დამახასიათებელი, ნორმალურ ნიშნულზე ბრუნდება.

2  საათში - ჩნდება ნიკოტინის მიღების დიდი სურვილი, რის გამოც ადამიანი უხასიათო ხდება. იმატებს ძილიანობა, სუსტდება მთელი ორგანიზმი და ნორმალურად ჩაძინებას ვერ ახერხებს. ეს განპირობებულია იმით, რომ ორგანიზმში მცირდება დოპამინის რაოდენობა, რასაც ნიკოტინის საშუალებით იღებდით.

8 საათში - სისხლის მიმოქცევაში ჟანგბადის რაოდენობა ნორმალურ ნიშნულს უბრუნდება.

ადამიანს, რომელსაც 24 საათში არცერთი ღერი არ მოუწევია - ხშირი ხველა ეწყება, რაც იმით არის განპირობებული, რომ ფილტვები ტოქსინებისგან იწმინდება. მცირდება გულ-სისხლძარღვთა არტერიული დაავადებების განვითარების საშიშროება. 

48 საათი - ნიკოტინი და მისი მეტაბოლიტები მთლიანად არის გამოდევნილი ორგანიზმიდან. დაზიანებული ნერვული დაბოლოებების აღდგენა იწყება. გემოს რეცეპტორები, რომლებიც კუპრისგან იყო დაზიანებული, აღდგენას იწყებს და საკვები უფრო გემრიელი გვეჩვენება.

72 საათში - ნიკოტინის გამოდევნის გამო, ნიკოტინის ყოფილ მომხმარებელს თავის ტკივილი ეწყება, ამას თან ახლავს გულისრევა, შფოთვა და/ან დეპრესია.

1 თვეში - მცირდება რისკი, რომ განვითარდეს მე-2 ტიპის დიაბეტი, სიმსივნე და კარდიო დაავადებები.

3-დან 9 თვემდე - ყოფილი მწეველი პრაქტიკულად აღარ ახველებს.

10 წელიწადში - ფილტვის სიმსივნის განვითარების რისკი ნახევარჯერ მცირდება მწეველ ადამიანთან შედარებით.

15 წელიწადში - გულის შეტევის ალბათობა ისეთივეა, როგორიც იმ ადამიანის შემთხვევაში, ვისაც არასდროს მოუწევია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics