18:50 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-11 15:06:48, 2622 ნახვა

სამართალი
კიევში ქართველი „კანონიერი ქურდი“ გელა ქარდავა დააკავეს

კიევში ქართველი „კანონიერი ქურდი“, გელა ქარდავა დააკავეს, - ამის შესახებ Interfax-ი უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრზე, არსენ ავაკოვზე დაყრდნობით იუწყება.

ავაკოვის ინფორმაციით, 42 წლის ქარდავა ყაჩაღობისა და ძარცვის ფაქტებზე რამდენჯერმეა ნასამართლები.

მედია საშუალების ცნობით, სპეცოპერაცია კიევში გუშინ ჩატარდა, რის შედეგადაც გელა ქარდავა დამქაშებთან ერთად, დედაქალაქის ერთ-ერთ რესტორანში დააკავეს.

როგორც შს მინისტრი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს, ქარდავა "კანონიერ ქურდად" მოსკოვში, 1996 წელს მონათლეს, მაშინ ის 21 წლის იყო.

მისივე თქმით, სამართალდამცველები უკრაინაში მის მოღვაწეობას ამოწმებენ. არსებული ინფორმაციით, ის უკრაინაში სხვადასხვა კრიმინალურ დაჯგუფებასთან არის კავშირში.

"დაკავების დროს, ქარდავას სავარაუდოდ გაყალბებული პასპორტი აღმოაჩნდა ოლეგ გოლომბას სახელზე, რომელიც ვითომ სიმფეროპოლშია დაბადებული. სავარაუდოდ პასპორტი იმ გათვლილ არის გაყალბებული, რომ ანექსირებული ყირიმის ბაზებზე წვდომა გართულებუალია და მის იდენტიფიცირებას უფრო მეტი დრო დასჭირდეს", - წერს ავაკოვი.

ამასთამ, ავაკოვის ცნობით, არსებობს ინფორმაცია, რომ გელა ქარდავა არის რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს საშტატო აგენტი. ასევე მოწმდება მისი კავშირი რუსეთის სპეცსამსახურებთან.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics