02:42 - 31 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-02-11 11:19:22, 1266 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროში ENPARD III-ის ფარგლებში შესასრულებელ ვალდებულებებზე იმსჯელეს

სოფლის მეურნეობის სამინისტროში სოფლის მეურნეობისა და სოფლად განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) III ფაზის მატრიცა (შესასრულებელი ვალდებულებების ჩამონათვალი) განიხილეს.

სამინისტროს ინფორმაციით, განხილვას სამთავრობო უწყებათაშორისი კომისიის წევრები, საქართველოში ევროკავშირის დელეგატები და გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში (UNDP) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე ENPARD III - ის ფარგლებში  საქართველოს მთავრობის ვალდებულებების შესრულების საკითხებზე იმსჯელეს.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საქართველო ევროკავშირისგან დაახლოებით 80 მლნ ევრო დახმარებას მიიღებს, საიდანაც დაახლოებით 45 მლნ ევრო საბიუჯეტოა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, პროექტს ხელი წლის ბოლომდე მოეწერება.

სოფლის მეურნეობისა და სოფლად განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა  (ENPARD III) მიმართულია როგორც სოფლის მეურნეობის განვითარების, ასევე სოფლის განვითარების მხარდაჭერისკენ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics